სამართალი

ექსპერტიზის პასუხი ცნობილია – რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ოჯახისთვის უკვე ცნობილია.

სხვა კითხვებთან ერთად დასკვნაში ასახულია პასუხი კითხვაზე – რამ გამოიწვია 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება?

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, თუმცა ექსპერტმა გარდაცვლილის სხეულზე ასევე სიცოცხლისდროინდელი რამდენიმე დაზიანება აღმოაჩინა.

ინფორმაციას ადასტურებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გელხაურიც:

„ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არის ასფიქსიით გარდაცვალება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გარდაიცვალა გაგუდვით, დახრჩობით“, – ამბობს გელხაური.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close