სხვადასხვა

ვიტამინი D – კორონავირუსის საწინააღმდეგო იაფი და ეფექტური საშუალება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და მოწინავე გამოცდილების ნაციონალური ინსტიტუტი განიხილავს ვიტამინი  D-ს, როგორც   კორონავირუსის საწინააღმდეგო იაფ და ეფექტურ საშუალებას. ცნობილია, რომ კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვალების რისკი ამ ვიტამინის ნაკლებობის დროს რამდენადმე მატულობს.

ექსპერტები შიშობენ, რომ თვითიზოლაციამ გამოიწვია აღნიშნული ვიტამინი დონის დაქვეითება. ასევე ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფები მომატებული რისკის ქვეშ არიან, რადგანაც მათი კანი ნაკლებად გამოიმუშავებს, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, ამ ვიტამინს. ხანდაზმული ადამიანებიც საშიშროების ქვეშ იმყოფებიან, რადგანაც ორგანიზმი ასაკთან ერთად ნაკლებად ეფექტურად აწარმოებს ვიტამინ D-ს.

კვლევებით დამტკიცდა, რომ ვიტამინი იცავს მწვავე რესპირატორული

ინფექციებისაგან, ხოლო COVID-19 უფრო მეტად აზიანებს ხანდაზმულ ადამიანებს, ანუ ჯგუფს ვიტამინი D-ს დეფიციტით.

მედიკოსები ამასთან გვაფრთხილებენ, რიმ ვიტამინის დიდი დოზები შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის. ამიტომ აღნიშნული ვიტამინის მიღება მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა მოხდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close