რეგიონები

ერევანში პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე 414 ადამიანი დააკავეს

დილიდან ერევანში პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 414 ადამიანი.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური ბიურო იუწყება, დროდადრო აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს კეტავენ. პოლიცია კი მათ შეჩერებას ცდილობს და აქტივისტებს აკავებს. დაკავებულების ინფორმაციით, პოლიცია არ განმარტავდა დაკავების მიზეზებს.

მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამო ოპოზიცია გასული წლის მარტიდან საპროტესტო აქციებს მართავს და პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინინია აზერბაიჯანთან ცალმხრივ დათმობებზე წავიდა.

სომხეთის ხელისუფლებაში ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებების დროს მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების დაცვას აპირებენ, მათ შორის სტატუსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციებს მასშტაბური მხარდაჭერა არ აქვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close