პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში.

შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close