პოლიტიკა

პარლამენტის მანდატის ან 3000 ლარიანი ხელფასის ხამი არავინ არის – პაატა მანჯგალაძე

მანდატები გადავყაროთ ქუჩაში და შემდეგ ტალახში ვიგოროთ, არ მგონია გამოსავალი

მანდატები გადავყაროთ ქუჩაში და შემდეგ ტალახში ვიგოროთ, არ მგონია გამოსავალი,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„პარლამენტის მანდატის ან 3000 ლარიანი ხელფასის ხამი არავინ არის. თუ ეს იქნება კომპლექსური ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, რომ გადადგეს და ვადაზე ადრე დავნიშნოთ არჩევნები, სიამოვნებით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილება არ არის მიღებული მანდატები გადავყაროთ ქუჩაში და შემდეგ ტალახში ვიგოროთ, არ მგონია გამოსავალი. მოეშვას ხალხი კეკლუცს, რომ თვითონ მაგარი ბიჭია, გადააგდო მანდატი და მერე რას აკეთებს, რომ გადააგდოს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

უმანდატო პოლიტიკოსები დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ოპოზიციის ნაწილი ბრძოლას მანდატების დათმობაზე საუბრით იწყებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close