რეგიონები

ეკა ენუქიძის წარმატების ფორმულა – საირხის საჯარო სკოლის დირექტორის ისტორია

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ პედაგოგს, ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხის საჯარო სკოლის დირექტორს და ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ ეკა ენუქიძეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის # 241 დადგენილებით, “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ გათვალისწინებული, მენტორის სტატუსი მიენიჭა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დადგენილების საფუძველია ეკა ენუქიძის ზოგად განათლებაში განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილება  და მიღწევები, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებში მრავალი გამარჯვება და ჯილდო.

“ქალბატონი ეკა არის ლიდერი მასწავლებელი, იგი მუდმივად არის ჩართული პროფესიული განვითარების ტრენინგებში, არის ბრიტანეთის საბჭოს ფასილიტატორი პროგრამის “მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება“, წევრი.  სისტემატურად მონაწილეობს კონფერენციებში, იგი არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, აშშ სახელმწიფო დეპატრტამენტის პროგრამა TEA -ს და ევროსაბჭოს პროგრამა PESTALOZZI სტიპენდიანტი. კერძოდ:  2021 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დასახელდა ორგანიზაციის ელჩად / ECCI Ambassador Award / ახალგაზრდობის, მშვიდობის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის; 2021 წელს იგი მიწვეული იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ,, გლობალური სკოლების ფესტივალზე“ – Global Schools Festival; 2021/ 2020 წელს გაიმარჯვა eTwinning-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ციფრული სკოლის ფარგლებში გაიარა სამთვიანი გადამზადების კურსი “Learning and Teaching Online with eTwinning”; 2020 წელს დააფუძნა საგანმანათლებლო ორგანიზაცია – “დემოკრატიის განვითარებისა და განათლების ხელშეწყობის სახლი- მთიები“/House for Democracy Development and Promoting Education- MTIEBI/; 2020 წელს მიწვეული იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა სიმპოზიუმზე /TEACHERS` E-SYMPOSIUM for Teachers on Global Skills/; 2020 წელს წარმატებით გაიარა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებით და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ბიუროს /IREX/ ადმინისტრირებით  “გლობალური განათლება 101” –  კურსი / Global Education 101/; 2020 წელს მონაწილეობა მიიღო გოეთეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონგრესში “სკოლის მართვა ციფრულ ეპოქაში“; 2020 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაცია ,, ჯუნიორ ეჩივმენტთან“ / Junior Achievement Georgia/, რომლის ფარგლებში არაერთ ტრენინგში, სემინარსა და საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად. 2020 წელს მიწვეული იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ “გლობალური სკოლების ფესტივალზე“ / Global Schools Festival 2020/; 2019-2020 წლებში ISO -ს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტის სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში ქალბატონმა ეკამ გადაამზადა საჩხერის სამედიცინო პერსონალი სამედიცინო ინგლისურის შესწავლის მიმართულებით. 2018 წლიდან-დღემდე არის მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, რომლის ინიციატივით მუზეუმი ჩაერთო კონკურსში, გაიმარჯვა და 10 საუკეთესო მუზეუმს შორისაა, სადაც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელშეწყობით და დაფინანსებით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ტარდება დებატ – კლუბების შეხვედრები – “დებატები უკეთესი განათლებისთვის”, აღნიშნულ კლუბში ჩართული არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები; 2014 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, ქალბატონ ეკას მიენიჭა მასწავლებლის განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის სპეციალობით; 2014 წელი, პედაგოგიური კვლევა ,, ნიჭიერ ბავშვთა სწავლების თავისებურებები საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე“; 2013 წელს მიწვეული იქნა ქალაქ ბერლინში, გერმანიაში, კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის International Cultural Diplomacy / ICD/ მიერ გამართულ საერთაშორისო კონგრესზე /BIEC 2013/; 2011-2014 წლებში იყო საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა კომისიის წევრი. 2011 წელს გახდა ევროსაბჭოს პროგრამა PESTALOZZI-ს გამარჯვებული და დაესწრო ევროპულ სამუშაო შეხვედრებს ქალაქ ლისაბონში, პორტუგალიაში; 2010 წელს გაიმარჯვა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ბიუროს IREX- ის გაცვლითი პროგრამების ალუმნების კონკურსში Teachers for Global Classrooms Program ( TGC) და სკოლაში უმასპინძლა ამერიკელ მასწავლებელს ჯეფ ტომფსონს ჯორჯიის შტატიდან;

იგი 2009 წელს გახდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ბიუროს IREX- ის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის Teaching Excellence and Achievement Program /TEA/ გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული და სტაჟირება გაიარა აშშ-ში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, ასევე პროგრამის ფარგლებში სტაჟიორად მუშაობდა ჯებ სტიუარტის სახელობის უმაღლეს სკოლაში, ვირჯინიის შტატში, /J.E.B Stuart High School, VA, USA/  2009 წელს ქალაქ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დასახელდა მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო მასწავლებლად;  2009 წელს მონაწილეობდა ვაშინგტონის ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენციაში/WATESOL/ – /Fall Convention 2009 Improving Outcomes through Quality Instruction/  2008 წელს შოტლანდიური სახლის მიერ შერჩეული იქნა სასწავლო ჯგუფის ლიდერად და დაესწრო 55 საათიან ინგლისური ენის კურსს დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, ქალაქ ისთბურნში, ადმორის ენების სკოლაში / Ardmore Language School, UK/;  2008 წელს შერჩეული იქნა ბრიტანეთის საბჭოს ტრენერად გლობალური პროექტისათვის” ELT Global product www.teachingenglish.org.uk”; ქალბატონი ეკა დიდ დროს უთმობს სკოლაში არაფორმალური განათლების განვითარებას, იგი არის საზაფხულო ბანაკების, სხვადასხვა ქართული და ინგლისურენოვანი კლუბებისა და წრეების ავტორი და ხელმძღვანელი. ყოველწლიურად ღებულობს ატარებს ,, მსოფლიოს უდიდეს გაკვეთილს“ მდგრადი განვითარების მიზნებზე, ,, ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში თანამშრომლობს დიასპორის სკოლებთან, გამომცემლობებთან Cambridge University Press, Oxford University Press, Macmillan Education, English book Education რომლის გამარჯვებულიც ორჯერ გახდნენ 2021 წელს ქალბატონი ეკა და მისი მოსწავლეები, რისთვისაც გადაეცათ ინგლისურენოვანი ლიტერატურა საჩუქრად.  2021 წლის მაისიდან სკოლაში დააარსა „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ და არის კლუბის ჰოსთი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროექტი;  2021 წელს სკოლაში მისი ინიციატივით დაარსდა პროფესორისა და არქეოლოგის ჯურხა ნადირაძის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მოსწავლეებისთვის შეიმუშავა გიდების მომზადების პროგრამა ქართულ და ინგლისურ ენებზე და გადამზადდნენ მოსწავლეები;  2016 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სკოლაში ინგლისური ენის კლუბს;  2021-2022 წელი-პროექტის ,, STEM განათლება მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიული კომპეტენციების დამკვიდრებისათვის“- ხელმძღვანელი.  2020-2021 წელი- პროექტის ,,მზით განათებული ათასწლეულები“- ხელმძღვანელი  2019-2020 წელი- პროექტის ,, კათედრების ეფექტური თანამშრომლობა“- ხელმძღვანელი  2014-2016 წლებში საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის /Georgian Primary Education Project /მონაწილე;  2014-2016 წლებში იგი მასპინძლობდა სკოლაში / Peace Corps Georgia/ მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებელს აშშ, კალიფორნიის შტატიდან ალექსანდრა პენს.  2015 წელი, მიიღო მშვიდობის კორპუსის გრანტი პროექტისათვის : „ ინგლისური ენის კაბინეტის მოწყობა- ინგლისური ენის სწავლა სწავლების გაძლიერება – 6000 ლარი;  2010-2011 წლებში მასპინძლობდა სკოლაში Teach and learn with Georgia / TLG/ -ს პროგრამის მოხალისე მასწავლებელს კანადიდან ჯუდი ვაითს.  2010 წელი-TEA Alumni plans and funding 2010 – ალუმნების მცირე გრანტების პროგრამის მიერ 300 $ ( სამასი აშშ დოლარი) დაფინანსება ტრენინგის საჩხერე- ჭიათურის მასწავლებლებისათვის. ტრენინგის თემა : ,, ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და წარმოება“ ქალბატონი ეკას ხელმძღვანელობით სკოლაში დაიდგა მასშტაბური სპექტაკლები: უილიამ შექსპირი ,, ზაფხულის ღამის სიზმარი“, ,, ვენეციელი ვაჭარი“ სტატიები და პრეზენტაციები ქართულ და ინგლისურ ენაზე: ,, ნიჭიერი ბავშვების სწავლების თავისებურებები საჯარო სკოლაში“ ,,ნიჭიერ ბავშვად ყოფნის პრობლემები“ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, აშშ, ვირჯინია : “Humor at the English Lesson“, “Laugh and High Spirit at the English Lesson“ “Celebrating Teaching Excellence across Cultures“ სხვადასხვა სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა: Pearson English, 2020, 17/11 ▪ Creating a solid base for assessment: Best practices for creating and using scoring rubrics in your classroom and in testing Pearson English, 2020, 17/11 ▪ Test preparation: how to use courseware to prepare effectively for 4 skills tests Cambridge Assessment ▪ Assessing writing-Introducing new Teacher Guides for the Assessment of Writing for B2 First for schools and C1 advanced Pearson English, 2020, 12/11 ▪ Getting the most out of your course online -feature, function, new tools for teaching and learning online Pearson English, 2020, 11/11 ▪ Blended learning for young learners ( primary) Pearson English, 2020, 11/11 ▪ Using digital assessment to get up-close insights, even from a distance Cambridge Assessment, 2020, 10/11 ▪ DELTA – Take your teaching career to the next level Cambridge University Press, 29th October, 2020 ▪ Kashmir Kaur – Criticality? Critical thinking? As you like it? Cambridge University Press, 29th October, 2020 ▪ Edward de Chazal – Developing students’ listening and speaking through EAP materials Cambridge University Press, 29th October, 2020 ▪ Helen Basturkmen – Methodologies and materials in English for Academic Purposes Cambridge University Press, 28th October, 2020 ▪ Ask Me Anything Cambridge University Press, 28th October, 2020 ▪ Hilary Nesi – C.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს ,,მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ , 2018 წ. ▪ ,, ლიდერობის აკადემია 3“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს ,,მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ , 2017 წ. ▪ ,, ლიდერობის აკადემია 2“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს ,,მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ , 2016 წ. ▪ ,, ლიდერობის აკადემია 1“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 წ. ▪ მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება აშშ, მშვიდობის კორპუსი, საჩხერე, საქართველო. Peace Corps Georgia , ივნისი, 2015 წ. ▪ Developing Critical Thinking in The English Classroom” აშშ, მშვიდობის კორპუსი, ბორჯომი, საქართველო. Peace Corps Georgia ▪ Project Design and Management Workshop/ პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის სემინარი/ 1-4 დეკემბერი, 2015 წ. INTEL TEACH PROGRAM ძირითადი კურსი, 2015 წ. ▪ 36 საათიანი ტრენინგ-კურსი, პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება საერთაშორისო კულტურული დიპლომატიის ასოციაცია /ICD/ ბერლინი, გერმანია, 2013 წ. ▪ ბერლინის საერთაშორისო ეკონომიკის კონგრესი /BIEC 2013/ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი და პროგრამა ,, პესტალოცი“ ლისაბონი, პორტუგალია 2011 წ. ▪ ევროპული სემინარი სემინარის თემა: ,, მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარება სასკოლო გარემოში სამოქალაქო ცნობიერებისა და დემოკრატიის ხელშესაწყობად“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ▪ პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდა 2010 წ. ▪ინგლისური ენისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა 2011წ. ინგლისური წიგნი საქართველოში, მაკმილანის გამომცემლობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2011 წ. ▪ “ENGLISH WORLD” სწავლების მეთოდიკა. საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია / ETAG/ " TKT " ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკა 2010 წ. ივნისი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამა TEA-ს გაცვლითი პროგრამა, 2009 წ. ▪ ფინალისტი, სტაჟირება, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, აშშ, ვირჯინია აშშ, ვაშინგტონის ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია , თემა : ინგლისური როგორც მეორე ენა , 2009 წ. ▪ კონფერენცია აშშ, ჯებ სტიუარტის უმაღლესი სკოლა, 2009 წ. ▪ სტაჟირების პროგრამა აშშ,მშვიდობის კორპუსი,ჭიათურა,საქართველო. 2007 წ მარტი ინგლისური ენის მასწავლებლების ტრენინგი ორდღიანი ტრენინგ პროგრამა,მოიცავდა-გაკვეთილის დაგეგმვა, ესსეს და პარაგრაფის წერა, საკლასო აქტივობები. ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტო/USAID/, ჯეი-ეს-აი/J.S.I/-ს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი და ფედერაცია გადავარჩინოთ ბავშვები‚ქუთაისი‚ 2008წ 20 –საათიანი ტრენინგი თემაზე„ჯანსაღი ცხოვრების წესი და მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა” საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია / ETAG/ MLLT-I ნაწილი,2007 წ ივნისი. ·20-საათიანი ტრენინგი,თანამედროვე სწავლების მეთოდები და აქტივობები. საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია / ETAG/ MLLT-I ნაწილი,2007 წ ივნისი. 20-საათიანი ტრენინგი,თანამედროვე მიდგომები‚ბლუმის ტაქსონომია‚სმენითი უნარ–ჩვევების განვითარება‚ მეტყველების უნარ–ჩვევების განვითარება‚ საკლასო აქტივობები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტი „ილია ჭავჭავაძე” 2006წ საგანმანათლებლო რესურსების ეფექტურად გამოყენება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტი „ილია ჭავჭავაძე” 2007წ დანერგვის ტრენინგი I-ნაწილი‚ გაკვეთილის დაგეგმვა‚ შეფასების სისტემა‚ ახალი მიდგომები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტი „ილია ჭავჭავაძე” 2008 წ. დანერგვის ტრენინგი II-ნაწილი‚ ახალი მიდგომები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო‚ ფონდი„ირმის ნახტომის” და „ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ” მიერ ორგანიზებული ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების საზაფხულო კონფერენცია ▪ გამარჯვებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო‚ ფონდი„ირმის ნახტომის” და „ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ” მიერ ორგანიზებული ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების ნაციონალური კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო‚ ფონდი„ირმის ნახტომი” IEARN/GEARN-ის პროექტები.

„ისტ მენეჯერებისა და პედაგოგების ერთობლივი გადამზადების კურსი” კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს։ საგანმანათლებლო ისტ პროექტებზე მუშაობა IEARN/GEARN-ის პროექტების მაგალითზე‚ინტერნეტ–ფორუმებისა და ბლოგების ფორმატი.რეგისტრირება და მუშაობა.საგანმანათლებლო ტექნიკა„მე ვიკვლევ” web 2 ბლოგებზე ნამუშევრების გამოქვეყნება”, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close