სხვადასხვა

2022-2023 წელს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო 200-მა რუსმა სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა, მათგან 5-მა საქართველოზე შეაჩერა არჩევანი

2022-2023 წელს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო 200-მა რუსმა სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა, მათგან 5-მა საქართველოზე შეაჩერა არჩევანი, – მონაცემებს გამოცემა Холод ავრცელებს.
141-მა ათლეტმა შეიცვალა მოქალაქეობა, მათ შორის არის მსოფლიოს ჩემპიონი მოჭადრაკე ქალებში, ალექსანდრა კოსტენიუკი.
რუსეთის მოქალაქეობა დატოვეს, ფიგურული სრიალის, საცხენოსნო სპორტის, რიტმული ტანვარჯიშისა და ჩოგბურთის სახეობების სპორტსმენებმა.
ორ-ორი სპორტსმენი გამოაკლდა რუსულ ველო-სპორტს, მოტო-რბოლას, ცურვას, ბოქსს, ნიჩბოსნობასა და ნაოსნობას. მათ შორის არის მსოფლიოს სამ-გზის ჩემპიონი ცურვაში, ანასტასია კირპიჩნიკოვა.
თითო-თითო სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა თავისუფალი ჭიდაობის, ბიათლონის, ძიუდოს, არტისტული ტანვარჯიშისა და ალპური სრიალის დისციპლინებში.
როგორც Холод წერს, ყველაზე ხშირად რუსი სპორტსმენები ისრაელის, სერბეთისა და გერმანიის დროშის ქვეშ გამოდიან. საქართველო, თურქეთი და ფინეთი კი 5-5-მა სპორტსმენმა აირჩია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close