სხვადასხვა

მეუფე შიო, მას შემდეგ, რაც მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დღეს პირველად სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი სამების საკათედრო ტაძარშია და პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას აღავლენს.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შიო მუჯირი მოწამლეს, მოგვიანებით კი საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საპატრიარქოშიც, მეუფე შიო პირველად გამოჩნდა.

მეუფე შიოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წირვის დასრულების შემდეგ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან განცხადებას პატრიარქის პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე გააკეთებს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close