2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. „2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის“ ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა – ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.
დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:
„2021 წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი ქალებში“ – მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე.
„საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში“ – მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
„2021 წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი ვაჟებში“- მოჭიდავე ლერი აბულაძე.
„2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი“ – ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.
„ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი“ – ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.
„საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში“ – წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.
„ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის“ – ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
„2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი“ – ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.
„2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია“ – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია. “2021 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია” – სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია. “საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის” – საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ზურაბ კახაბრიშვილი. “სეოკ-ის პარტნიორობისთვის” – კომპანია “თელიანი ველი”. “ოლიმპიური მოძრაობის მედიის მხარდაჭერისთვის” – “საქართველოს პირველი არხი”. “ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის” – კომპანია “ავერსის” დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე. “ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის” – “საქართველოს ბანკი” და ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. “ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის” – ნინო სალუქვაძე.