რეგიონები

რატომ გადადგა აბაშის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე?

აბაშის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან მაკალათია თანამდებობიდან გადადგა.

ლევან მაკალათიას განცხადებით, მან თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თუმცა იგი „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება.

მისი თქმით, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დღეიდან პირველი მოადგილე შეასრულებს. „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მაკალათია აბაშის მერი ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო, ხოლო მიმდინარე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close