საზოგადოება

19 ივნისს, 21:00 საათზე ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

თბილისში, პარლამენტის წინ 19 ივნისს, 21:00 საათზე ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ინფორმაციას მოძრაობა სირცხვილია ავრცელებს.

10 ადამიანი, რომელიც უკვე 13 დღეა შიმშილობს. მათ გვერდით სხვა მაღაროელები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს, პირი და თვალები ამოიკერეს.

შეუძლებელია, ვუყურებდეთ პროტესტის ასეთ მწვავე ფორმებს და ამ პროცესში ჯორჯიან მანგანეზისა და ხელისუფლების პოზიციებსა და ქმედებს რაიმე გამართლებას ვუძებნიდეთ.

დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვერდით, ადამიანები უბრალოდ არსებობისთვის ითხოვენ შველას.

ხელისუფლება, რომელმაც თავად გადასცა კერძო კომპანიას ხალხის საკუთრება, ვალდებულია ხალხის, დასაქმებულთა ინტერესებს იცავდეს.

ამის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ “მედიატორის” როლში გვევლინება, ხოლო ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისგან დამცინავ პასუხს ვისმენთ, რომ პროტესტის მონაწილეების ყველა მოთხოვნას იზიარებენ, გარდა ანაზღაურების ზრდისა და სამუშაო საათების შემცირებისა.

სწორედ ეს არის მაღაროელების მთავარი მოთხოვნა – ხელფასის ზრდა და 12 საათიანი სამუშაო დღის 8 საათამდე შემცირება!

ეს პრობლემები დღეს მათთვის რეალურია და დაუშვებელია მაღაროელების პროტესტის გაუფასურება რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის პრიზმიდან.

დღეს, 19 ივნისს პარლამენტის წინ მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობა ჭიათურელ მაღაროელებს! სირცხვილი ჯორჯიან მანგანეზს! სირცხვილი ხელისუფლებას!” – ნათქვამია განცხადებაში.

18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა , მეორემ კი ვენები გადაიჭრა.

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close