Sliderრეგიონები

მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“ – ჭიათურელი მაღაროელი

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მე-14 დღეა, გრძელდება.

შიმშილობას განაგრძობს 10 მაღაროელი. გაფიცული მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ.

შიმშილობის მერვე დღეს, ერთ-ერთმა მაღაროელმა 18 ივლისს პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, უფრო ადრე ერთმა – პირი.

„მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, მე არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამდე ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, მერე დავინახავ, ერთად დავინახავთ ყველა. გთხოვთ, არა ძალადობას“, – განაცხადა გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close