ეკონომიკა

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ავტომობილის განახლების ხელსაყრელ გზებს სთავაზობს

ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ და ბიუჯეტურ პროდუქტს, Toyota Approved Used-ს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, Toyota Approved Used-ი მომხმარებელს გაუთვალისწინებელი რისკებისგან აზღვევს მაშინ, როდესაც არასასიამოვნო სიურპრიზები ხშირია ავტომანქანის შეძენისას აუქციონებზე თუ ავტობაზრობაზე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, Toyota Approved Used-ი, თავისი მოქნილი პირობებით, მომხმარებლის საჭიროებებზე მთლიანად მორგებულია. მძღოლს საშუალება ეძლევა, მეორადი ავტომობილი ცენტრში საბაზრო ფასად ჩააბაროს და სასურველი ახალი ავტომობილი გაიყვანოს, რა დროსაც მხოლოდ ფასთა შორის  სხვაობას დაფარავს.

„ეს ტოიოტას საერთაშორისო და პოპულარული პროდუქტია, რომელიც  მომხმარებელს უმარტივებს ძველი ავტომობილის ჩაბარებისა და ახლის შეძენის გზებს, პირველ რიგში, ძალიან ზოგავს მომხმარებლის დროს, იცავს მას გაუთვალისწინებელი რისკებისგან და ზრუნავს მის უსაფრთხოებაზე. რისკები კი ხშირია მეორადი ავტომობილის აუქციონის წესით ან ბაზრობებზე შეძენა-გაყიდვისას.

Toyota Approved Used-ის ყველა მიმართულება მაქსიმალურად კომფორტულია მძღოლებისთვის. პირველი მიმართულება ძველი ავტომობილის ჩაბარების პროცესია. ეს მხოლოდ ერთსაათიანი გამარტივებული პროცედურაა, რაც ჩვენს სერტიფიცირებულ სერვისცენტრში ავტომობილის 145-პუნქტიან ტექნიკურ შემოწმებას ითვალისწინებს იმ მიზნით, რომ საბაზრო ფასი დავადგინოთ. ამასთან ერთად, ავტომანქანის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, მისი გარბენი არ უნდა სცდებოდეს 190 000 კმ-ს, არ უნდა იყოს წყალში ჩაძირული და ნამუშევარი როგორც ტაქსი. ეს ის ძირითადი პარამეტრებია, რომლითაც ჩვენ ვარჩევთ ძველ ავტომობილებს იმ მიზნით, რომ მხოლოდ საუკეთესო დავახვედროთ მეორადი ავტომანქანის შეძენის მსურველებს.

მეორე მიმართულება, ძველი ავტომობილის სანაცვლოდ, ტოიოტას ნებისმიერი ახალი მოდელის ფასთა შორის სხვაობით შეძენაა. ამ შემთხვევაში, საქარხნო 3-წლიანი გარანტიის გარდა, გახანგრძლივებული საგარანტიო პირობებიც მოქმედებს. რაც შეეხება ფასთა შორის სხვაობას, მისი დაფარვა შესაძლებელია ბანკის მეშვეობით ან სალიზინგო კომპანიის დახმარებით. Toyota Approved Used-ის მესამე მიმართულება კი ძველი ავტომობილის სანაცვლოდ, ტექნიკურად უზადოდ გამართული, 12-თვიანი გარანტიის მქონე მეორადი ავტომობილის საბაზრო ფასად შეძენაა“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი განმარტავს, Toyota Approved Used-ის ფარგლებში, მომხმარებელს, ასევე, შეუძლია ოფიციალურ დილერს მხოლოდ ძველი ავტომანქანა ჩააბაროს ან ცენტრში მხოლოდ ტექნიკურად გამართული მეორადი ავტომობილი შეიძინოს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, პროდუქტ Toyota Approved Used-ით სარგებლობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების სამსახურს ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close