პოლიტიკა

ერთი დიდი მონიტორი რუსთაველზე დაიდგას, საიდანაც შეაწუხებ გახრწნილ ხელისუფლებას – თაკო ჩარკვიანი

ომს და ბრძოლას უნდა აჩვენებდე იმ მონიტორზე გარეთ - როგორ გყავს აყუდებული კორუფციონერი მინისტრები

მე ვთქვი ჩემი გეგმა – ერთი დიდი მონიტორი გარეთ დაიდგას, ნაციონალური მოძრაობის პარტიის გასაგონად ვამბობ, რუსთაველზე დაიდგას – ამის უფლება ჩვენ გვაქვს. რუსთაველზე – არ გამოგონილა სხვა ცენტრი, საიდანაც შეაწუხებ გახრწნილ ხელისუფლებას. იქ ზის პარლამენტი და იქ უნდა წუხდებოდეს. თორე ძალიან მაგარმა ვაჟკაცებმა იშიმშილეს აეროპორტის გზაზე – კაცმა თავი გადადო და იშიმშილა. ის [ხელისუფლება] არ წუხდება, იმიტომ რომ აღვირახსნილია.დევნილის ფულს რომ კაცი შეჭამს, ის არის აღვირახსნილი. იმას შენ აეროპორტის გზაზე, იშიმშილებ თუ არა ფეხებზე ჰკიდია.

აი, გამოსული ვარ წყობიდან, ხალხო. გაგიჟებული ვარ ამათი ყოფით. 40 წელია რას ვითმენთ, ვიღაცა მუქთახორებს ვითმენთ. რა ხდება აქ? – ვერ გავიგე საერთოდ.

გარეთ მომხრეები დიდი მონიტორით და დეპუტაცია, ვინც ვართ – აი, ისინი შესულები. ომს და ბრძოლას უნდა აჩვენებდე იმ მონიტორზე გარეთ – როგორ გყავს აყუდებული კორუფციონერი მინისტრები და როგორ ეუბნები რა აქვს მოპარული – განაცხადა  თაკო ჩარკვიანმა TV პირველთან ეთერში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close