პოლიტიკა

შეიძლება ნონა მამულაშვილის პარტიაში მოხდა ლუსტრაცია და ის თვლის, რომ შიგნით რუსეთის აგენტები გამოვლინდნენ – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ არა ოპოზიციაში, არამედ „ნაცმოძრაობაში“ მოახდინა ლუსტრაცია. ასე გამოეხმაურა ის „ნაცმოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნონა მამულაშვილის განცხადებას.

„შეიძლება ნონა მამულაშვილის პარტიაში მოხდა ლუსტრაცია და ის თვლის, რომ შიგნით რუსეთის აგენტები გამოვლინდნენ. დანარჩენი ქართული პოლიტიკური სპექტრი, ჩემი აზრით, მიშას ჩამოსვლამდე რაც იყო, ახლაც იგივეა. ასეთი დონის ლიდერის ჩამოსვლამ მის საკუთარ პარტიაში შეიძლება გამოავლინოს განსხვავებული ინტერესები თუ ზრახვები“, – ამბობს იაგო ხვიჩია.

„ნაცმოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით მოხდა ოპოზიციის ლუსტრაცია და ოპოზიციაშიც არიან ისეთები, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსულ თამაშს თამაშობენ“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close