სამართალი

წყალტუბოში ორი ძმის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ მათი ნათესავი დააკავა

პოლიციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი კაცის მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ღ.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს – 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close