საზოგადოება

„ვირუსზე ზემოქმედებისთვის მხოლოდ პირბადე დაგვრჩა და იმასაც არ ვიყენებთ“

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილაში“ კორონავირუსის შემაკავებელ  ფაქტორებზე ისაუბრა.

„ერთი ეს არის პირბადე, რომელსაც შეუძლია 30%-ით შემცირდეს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. სამიზნე ქვეყნად ითვლება სინგაპური, სადაც მოსახლეობის 95% შენობის შიგნით და გარეთ ატარებს პირბადეს და პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, პანდემია გაკონტროლებულია. მეორე ეს არის მობილობის შეზღუდვა. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები სახლში ხელოვნურად დაამწყვდიო და მათ არ მისცე გარეთ გასვლის შესაძლებლობები. მესამე ეს არის ვაქცინაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში რა დარჩა: ჩემი თვალთახედვით შემზღუდავი ღონისძიებების ძალიან სწრაფად და ნაჩქარევად მოხსნა მივიღეთ, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას ითხოვდა. პირბადის ტარება აგვისტოს მაჩვენებელს, 43%-ს, მიუახლოვდა. 1-ლი აპრილის მონაცემებით არის 50%-ზე ასული, თუმცა ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში ჩვენ 72% გვქონდა. პრაქტიკულად განახევრებულია. ვაქცინაცია კი არ გვაქვს ისეთი მასშტაბის, რომ ეპიდემიაზე გავლენა მოვახდინოთ. რა ლოგიკური სცენარია? – ვირუსზე ზემოქმედებისთვის მხოლოდ პირბადე დაგვრჩა და იმასაც არ ვიყენებთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close