მსოფლიო

ცოლ-ქმარი 69 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთ დღეს გარდაიცვალა

69 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ უესტონში მცხოვრები ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Boston Globe ავრცელებს.
ორი კელიმ და ჯონ კოსტელომ ერთმანეთი 1951 წელს გაიცნეს და ორი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ამ დღიდან მათი ცხოვრება ლამაზ ზღაპრად გადაიქცა.
ორიმ და ჯონმა ხუთი შვილი გაზარდეს. ოჯახური საქმეების მიუხედავად, წყვილი ყოველთვის ახერხებდა გამოენახა დრო რომანტიკული პაემნებისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის. ახლობლების თქმით, ორი მხიარული ოპტიმისტი იყო, რომელიც გარშემო ხალისიან განწყობას აფრქვევდა.
მეგობრების თქმით, ორისა და ჯონის ქორწინება პირველ პაემანს ჰგავდა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდა. შვილები იხსენებენ, რომ მშობლებმა მათ მხიარული და უზრუნველი ბავშვობა აჩუქეს.
ცოლ-ქმარს ყველა მეგობრის და ნათესავის დაბადების დღე ახსოვდა. „მათ უყვარდათ ერთმანეთისა და ახლობელი ადამიანების საჩუქერებითა და სიურპრიზებით განებივრება. ჩუქნიდნენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რადგან სხვისთვის სიხარულის მინიჭება აბედნიერებდათ“ – იხსენებს ორისა და ჯონის უფროსი შვილი.
91 წლის ორი 10 სექტემბრის დილას, ძილში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მისი 93 წლის მეუღლეს საყვარელი ადამიანისა და ერთგული მეგობრის გარეშე ცხოვრება იმდენად წარმოუდგენლად მიაჩნდა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close