საზოგადოება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა – მოძრაობა “სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა, –  ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” ავრცელებს.

“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის კვლევით დადგინდა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო.
ზემოხსენებული ორგანიზაციების დამფუძნებლები აფილირებულები არიან მმართველ პარტიასთან და გამოირჩევიან პროსამთავრობო განცხადებებით.
დადგენილების თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენდა რეკომენდაციებს საარჩევნო დავებზე. ჯგუფი შესაძლოა ჩართულიყო კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესშიც”, – წერია “სირცხვილიას” განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close