Sliderრეგიონები

“ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება, საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული”

ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება, – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტზე დიზაინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს.

„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე – უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, – განაცხადა რიჟვაძემ.

„პალმის კუნძულები“ ხელოვნური კუნძულების არქიპელაგია, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის საამიროში მდებარეობს. არქიპელაგის შემადგენლობაში სამი დიდი კუნძული შედის, რომლებსაც პალმის ფორმა აქვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close