Sliderპოლიტიკა

“ვიფიქროთ განვითარებაზე, წინსვლაზე, კარგი პროექტების გაკეთებაზე, ჩვენი შვილების, შვილიშვილების მომავალზე”

უნდა დავივიწყოთ მძიმე წარსული და ვიფიქროთ მომავალ განვითარებაზე, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ისაუბრა.

კახა კალაძემ მოქალაქის შეკითხვას უპასუხა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ეხებოდა.

„რაც ხდებოდა წლების წინ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისაც უხარია ქვეყნის, ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავივიწყოთ ის მძიმე წარსული. უნდა ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, წინსვლაზე, კარგი პროექტების გაკეთებაზე, ჩვენი შვილების, შვილიშვილების მომავალზე და ა.შ. ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას განვითარების, ძალიან დიდ შესაძლებლობები აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სწორედ სამომავლო გეგმებზე და უკვე გაკეთებულ საქმეებზე აქვს ბევრი სათქმელი და არ აპირებს ოპონენტებზე საუბრით დაკავდეს.

„მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია, ჩემი პროგრამა, თუ როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და ძალიან ბევრი მაქვს სასაუბრო ამ თემებზე. მე რომ ჩემს ოპონენტებზე საუბრით დავკავდე, ვფიქრობ, თქვენ არ მოგეწონებათ ეს და არც ჩემთვის იქნება სასიამოვნო. არ ვაპირებ ვინმესთან პოლემიკაში შესვლას. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ამიტომ, 2 ოქტომბერს თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close