სამართალი

ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს

ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლის ცემაში უშუალოდ მონაწილე პირებს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

“კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მეორე დაკავებული პირი კი მოკლული მამაკაცის მასპინძელია.

სოფელ ჩიხარეშში შემთხვევა ხუთ ივნისს მოხდა. ცემის შედეგად 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. მათ შორის ფულის გამოძალვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close