საზოგადოება

„აცრის შემდეგ ადამიანს ბლუთუზის ფუნქცია უჩნდებაო.. ეს იყო პირველ სიუჟეტად“ – დავით გადელია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მეტეხის ტაძრის მღვდელმსახურის, ანტონი კიკნაველიძის მიერ ერთ-ერთი ტელევიიის ეთერით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც COVID ვაქცინების ელექტრომოწყობილობებთან კავშირის შესახებ გააკეთა.

„ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, გუშინ დაიწყო მთავარი ნიუსით, რომ ერთი საეკლესიო პირი სერიოზულად თვლის, აცრის შემდეგ ადამიანს ბლუთუზის ფუნქცია უჩნდება და რაღაც ინფორმაციას იღებს, თუ ასხივებსო… ეს იყო პირველ სიუჟეტად! თუ სერიოზულად იხილავთ ამ საკითხს, მავნებელია საზოგადოებისთვის! ისედაც ბევრი გვყავს შეშინებული მოქალაქე. თუ დასცინით ამის მთქმელს (უფრო ამას ჰგავდა)- არც ესაა მთლად საქებარი საქმე- შიშმა იცის ინტელექტის დავიწროება გარკვეული მიმართულებით, თუმცა ზოგადად შეიძლება არ იყოს ეს ადამიანი გონებრივად სუსტი (და გონებრივად მართლა სუსტის დაცინვა- მით უფრო დასაძრახია!). არც საკადრისია დაცინვა (ნებისმიერი პროფესიის ადამიანის) და მით უფრო, არც პირველ ნიუსად გამოტანაა ადექვატური მოქმედება.
ამიტომ, ჩემო მეგობრებო და ძვირფასო ადამიანებო ამ ტელევიზიიდან, ვფიქრობ ეს სიუჟეტი სრულიად უსარგებლო გახლდათ და ამოვარდნილი თქვენი სარედაქციო კონცეფციიდან“ – წერს სოციალურ ქსელში დავით გადელია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close