სამართალი

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ცენტრის აფეთქების კადრები

 ვიდეომასალა, რომელზეც ჩოხატაურის სოფელ კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრის შესასვლელის აფეთქებაა ასახული Imedinews-მა მოიპოვა.
ვიდეო იქ დამონტაჟებულმა გარე სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

კადრში ჩანს აფეთქების მომენტი, შემდეგ კი შენობაში ორი პირი შედის. დამნაშავეების სამიზნე ერთ-ერთი ბანკის ბანკომატი იყო. სავარაუდოდ, იატაკიდან ისინი ფულს იღებენ.

ჩოხატაურის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივ ცენტრში 23 მაისს, გვიან ღამით მოხდა. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან გამადგირებას გულისხმობს. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არაა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close