Sliderპოლიტიკა

ჩვენ ყველამ ვიხილეთ ივანიშვილისა და სანქცირებული ოლიგარქის, ევტუშენკოს საუბარი, სადაც, ვფიქრობ, უკრაინაში მოპარული ხორბალის თემას განიხილავდნენ – არახამია

ყველას გვესმის, რომ მოპარული საქონლის ასეთი რაოდენობით გადაზიდვა არ დარჩება ქართული ხელისუფლების ყურადღების მიღმა. ანუ ვიღაცამ თახმობა გასცა ჩრდილოვანი მეთოდით, აიღეს ფული პორტში შენახვაზე, გადაზიდვაზე. მოხდება ამ ყველაფრის შესწავლა, ვინ დგას ამათ უკან, ვინაა ბენეფიციარი, ვინ ფლობს ამ საწარმოებს, რა ბიზნესდამოკიდებულებაში არიან ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველა საერთაშორისო ფულად ტრანზაქციას მონიტორინგს უწევენ ამერიკისა და ევროპის სპეცსამსახურები. 

“აქ ყველაფერი მარტივადაა: საქართველოს პორტში მყოფი რუსული, სანქცირებული ნავთობის ტანკერის შესახებ, მინდა, შემდეგი კომენტარი გავაკეთო: თითქოს, ეს ტანკერი თურქულ კომპანიას ეკუთვნოდა, მე წავიკითხე ქართული მხარის საეჭვო განმარტება. სარწმუნოდ არ ჟღერს. რადგან ასე თუ ისე, რუსეთს აქვს თავისი მისასვლელი პორტებთან, მას შეეძლო, ოკუპირებული ტერიტორიებზე განლაგებულ პორტებში გადაეტვირთა ეს ნავთობი, ვიცი, რომ უკრაინაში მოპარული ხორბალი რუსების მიერ დაპყრობილი მარიუპოლის გავლით გადის.

ჩვენ ყველამ ვიხილეთ ივანიშვილისა და სანქცირებული ოლიგარქის, ევტუშენკოს საუბარი, სადაც ხორბლის თემას განიხილავდნენ, ვფიქრობ, საუბარი შეეხება უკრაინაში მოპარულ ხორბალს და ჩვენი ინფორმაციით, ეს რიცხვი ასი ათასობის ტონაა,  ეს შეეხება უკრაინაში მოპარულ ნავთობსაც. 

 ყველას გვესმის, რომ მოპარული საქონლის ასეთი რაოდენობით გადაზიდვა არ დარჩება ქართული ხელისუფლების ყურადღების მიღმა. ანუ ვიღაცამ თახმობა გასცა ჩრდილოვანი მეთოდით, აიღეს ფული პორტში შენახვაზე, გადაზიდვაზე.

მოხდება ამ ყველაფრის შესწავლა, ვინ დგას ამათ უკან, ვინაა ბენეფიციარი, ვინ ფლობს ამ საწარმოებს, რა ბიზნესდამოკიდებულებაში არიან ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველა საერთაშორისო ფულად ტრანზაქციას მონიტორინგს უწევენ ამერიკისა და ევროპის სპეცსამსახურები. 

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა და ყველა ნახავს, რეალურად რა მოხდა.- აცხადებს დავით არახამია.

ბათუმის პორტში 26 ივნისს თურქეთის დროშით მცურავი გემი შემოვიდა, რომელზეც სანქცირებული რუსული ნავთობი იყო ჩატვირთული.

სკანდალის შემდეგ საქართველომ სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გააბრუნა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close