საზოგადოება

საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა არის ივანიშვილის ალტერნატივა – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ტექნიკური/დროებითი (რაც გინდა დაარქვით) მთავრობის იდეა სწორია. ოღონდ მნიშვნელობა აქვს, როდის და რისთვის ფორმირდება იგი: – იგი უნდა ჩამოყალიბდეს მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტი აიძულებს ივანიშვილს, მისმა მთავრობამ გამოაცხადოს გადადგომა; და იგი უნდა ჩამოყალიბდეს არა ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად, არამედ სრულად პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად და პოლიტიკურად ლეგიტიმური მთვარობის ასარჩევად.

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს “რა არის ივანიშვილის ალტერნატივა – თუნდაც მთავრობის გადადგომიდან ახალი არჩევნების ჩატარებამდე (6-8 თვე). ალტერნატივა უნდა იყოს ტექნიკური მთავრობა ვიწრო და მკაფიოდ განსაზღვრული მანდატით:

მოამზადოს და ჩაატაროს ახალი არჩევნები. ერთადერთი საჯარო ინსტიტუტი, რომელიც ვერ დაანგრია ივანიშვილმა და რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაციაც და საერთაშორისო მხარდაჭერაც, არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ჩემი აზრით, მის ბაზაზე უნდა მოხდეს ტექნიკური მთავრობის ფორმირება – პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის გარეშე.”

2. ტექნიკური/დროებითი (რაც გინდა დაარქვით) მთავრობის იდეა სწორია. ოღონდ მნიშვნელობა აქვს, როდის და რისთვის ფორმირდება იგი:
– იგი უნდა ჩამოყალიბდეს მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტი აიძულებს ივანიშვილს, მისმა მთავრობამ გამოაცხადოს გადადგომა;
და იგი უნდა ჩამოყალიბდეს არა ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად, არამედ სრულად პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად და პოლიტიკურად ლეგიტიმური მთვარობის ასარჩევად.

3. ვისაც გაღელვებთ საკითხი, რამდენად ითანამშრომლებს დღევანდელი პარლამენტი ტექნიკურ მთავრობასთან საამისოდ, გაგახსენებთ:
“ვარდების რევოლუციიდან” 5 თვის განმავლობაში (2004 წლის აპრილის ბოლომდე) პარლამენტი იყო 1999 წლის პარლამენტი, სადაც უმრავლესობა ვარდების რევოლუციამდე ჰქონდა “მოქალაქეთა კავშირს” და “აღორძინებას”. შევარდნაძე-აბაშიძის წასვლის შემდეგ, პარლამენტართა უმრავლესობა ხმას აძლევდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ახლაც მოხდება იგივე.

4. რა წამს ტექნიკური მთავრობა ჩაატარებს ახალ არჩევნებს და აირჩევა ნებისმიერი ფორმაციის მთავრობა გარდა ივანიშვილის “ოცნებისა”, საქართველო თითქმის ავტომატურად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს. რეკომენდაციების დღევანდელი სია გახდება ნაწილი იმ ვალდებულებებისა, რომელიც ქვეყანამ გაწევრიანების პროცესში უნდა შეასრულოს.

5. და ბოლოს, სწორად დააყენა თუ არა მოთხოვნა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა და საჭიროა, თუ არა რომ ასეთი ნაბიჯებით ვიაროთ.
იმის მიუხედავად, რომ თითქმის დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე ივანიშვილი არ წამოვა არანაირ კომპრომისზე, მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება სწორია. ზუსტად ასე იყო შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაშიც: ზუსტად ვიცოდი, რომ “ოცნება” მას არ შეასრულებდა, მაგრამ მასზე – როგორც ჩვენი ქვეყნის მოქმედების “საგზაო რუკაზე” – ხელი უნდა მოეწერა ოპოზიციას.

ასეთი ნაბიჯები ზრდის სამოქალაქო პროტესტის ლეგიტიმაციას ყველას თვალში: ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება განცდა, რომ საზოგადოებამ ყველანაირი შანში მისცა ივანიშვილს და მან ეს შანსი უკუაგდო, მით მეტი იქნება გაბრაზებაც, ბრძოლის ჟინიც და აზვირთებული ტალღის ზომაც.”- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close