პოლიტიკა

ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ? – კობახიძე

ეს გუნდი თავის დროზე ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, მეც ვარ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოსული ამ გუნდში, ირაკლი ღარიბაშვილი... რის ყოფილი თანაგუნდელები, ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ დაავერბოვკეს. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული იყო.

კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა, „ნაცმოძრაობის“ მიერ იყო „დავერბოვკებული“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსების ნაწილი „ნაცმოძრაობის“ დროიდან „ნასედკები“ იყვნენ“.

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ? რის ყოფილი თანაგუნდელები?! ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ დაავერბოვკეს. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული იყო.

ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დავერბოვკებული კონკრეტული ფორმით და კონკრეტული ცოდვების გამო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გავლენების დამადასტურებელი ვერ იქნება ვერც ის ფაქტი, რომ დღეს ხელისუფლებაში მის მიერ დატოვებული ხალხი არიან.

„ეს გუნდი თავის დროზე ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, მეც ვარ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოსული ამ გუნდში, ირაკლი ღარიბაშვილი, კახი [კალაძე] … რომ გავყვეთ მთელ გუნდს, ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებნი ვინც არიან, ყველა თავის დროზე არის, რა თქმა უნდა, მისი მოყვანილი. აბა ვისი მოყვანილი უნდა იყოს ეს გუნდი?! მან დააფუძნა ეს პოლიტიკური პარტია, იყო პრემიერი, მერე იყო პარტიის თავმჯდომარე და აბა, ვის უნდა მოეყვანა ეს ხალხი? პოლიტიკიდან რომ გავიდა ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დატოვებული ხალხი უნდა წასულიყო „ქართული ოცნებიდან“ და სააკაშვილის მიერ მოყვანილი ხალხი უნდა მოსულიყო „ქართულ ოცნებაში“?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close