მსოფლიო

ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად – არესტოვიჩი

ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, გადასამოწმებელია, რამდენად არიან აღნიშნული პირები, მებრძოლების ნათესავების წარმომადგენლები.

„ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად. ამბობენ, რომ დაგვსჯიან მე, ჩემ მეუღლეს და ჩვენს შვილებს დახოცავენ, დაცხრილავენ. არ გვაპატიებს, რომ ვსხედვართ კიევში და ჩამოვწერეთ „აზოვი“. თუმცა, მინდა, შევახსენე ამ კორესპონდენტებს, რომ „აზოვსტალში“ იმყოფებიან მესაზღვრეები, პოლიცია, სპეცდანაყოფი, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა. მათი ნათესავები რატომღაც არავის ემუქრებიან და ბრალსაც არავის სდებენ“, – აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, მას მებრძოლთა ოჯახის წევრებთან პრეტენზია არ აქვს, რადგან ისინი ადამიანები არიან, რომლებიც ნერვიულობენ და დარდობენ.

„მათ კი, ვინც ამას კარნახობს, ცოტა დაფიქრდით, რა იქნება და რა საფრთხეს წარმოადგენს“, – აცხადებს არესტოვიჩი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close