მსოფლიო

ამ დრომდე შეგვიძლია დაცვის შენარჩუნება უკიდურესად მძიმე პირობებში, მოწინააღმდეგეს აქვს საჰაერო უპირატესობა და ასევე უპირატესობა ზღვაზე, ამიტომ სიტუაცია ძალიან რთულია – პალამარი

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რაც შეუძლია და რაც არ შეუძლია, რომ გადაარჩინოს საკუთარი მებრძოლები.

მისივე თქმით, მებრძოლები კაპიტულაციას არც კი განიხილავენ და ამჯობინებენ ევაკუაციას საერთაშორისო გარანტიების დაცვით.

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილის ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს საჰაერო უპირატესობა აქვს, ამიტომ სიტუაცია ძალიან რთულია.

„მთავრობა მიხვდა, რომ ჩვენ გარშემორტყმულები ვართ და საჭირო იყო ზომების მიღება, ლოჯისტიკური მომარაგებისთვის კორიდორების შექმნა. ჩვენ მივიღეთ ბრძანება და ამ დრომდე შეგვიძლია დაცვის შენარჩუნება უკიდურესად მძიმე პირობებში. მოწინააღმდეგეს აქვს საჰაერო უპირატესობა და ასევე უპირატესობა ზღვაზე, ამიტომ სიტუაცია ძალიან რთულია“, – განაცხადა პალამარმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close