რეგიონები

ჩამხედოს ღარიბაშვილმა თვალებში, 17 ნაკერი მადევს, ჩვენი ზურგით, ჩვენი ხელებით, ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი – მაღაროელი

მაღაროელი გიორგი კუპატაძე

„ბატონმა ღარიბაშვილმა ჩამხედოს თვალებში, ჩახედოს ამ ბიჭებს თვალებში; გაითვალისწინოს, თითოეული მაღაროელი იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა თანხები შედის ბიუჯეტში ჩვენი ზურგით, ჩვენი ხელებით; აგერ არის ფაქტი – 17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი.

დღეს აღარავის ვჭირდები თვალებაკერილი? არა, მე კიდევ საჭირო ვარ ყველასთვის. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ბიჭები მეტად გავაძლიერო, გვერდში დავუდგე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მე, გიორგი კუპატაძე, სულ რომ დავიღუპო, ესენი იყვნენ კარგად. ესენი რომ კარგად იქნებიან, მე მაშინ ვიქნები კარგად”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close