საზოგადოება

ჩემი თხოვნაა შვილებო, არ უღალატოთ სიმართლეს – ოლღა დემურია-კოსტავას მიმართვა სტუდენტებს

1992 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას (1939-1989 წლები) დედამ ოლღა დემურია-კოსტავამ (1915-2003 წლები) გაზეთის “თავისუფლების ტრიბუნა” დახმარებით მიმართა საქართველოს სტუდენტობას.

საქართველოს სტუდენტობა ყოველთვის იყო ძირითადი აქტიური ძალა მამულიშვილური საქმეების კეთებაში. შვილებო, მინდა გისურვოთ, რომ თქვენი ახალ დაარსებული გაზეთით (“თავისუფლების ტრიბუნა” საქართველოს განთავისუფლებისთვის მებრძოლთა სტუდენტური ორგანო) ერის სამსახურში ჩამდგარიყავით. სიმართლე ყოფილიყოს თქვენი ფარი და მახვილი. ასეთი იყო ჩემი მერაბის კრედო. ზვიადი და მერაბი სკოლის მერხიდან უკომპრომისოდ ებრძოდნენ ანტიეროვნულ ძალებს. სწორედ მათმა შეუპოვარმა ბრძოლამ გააღვიძა ქართველებში ეროვნული სულისკვეთება. ჩემი თხოვნაა შვილებო, არ უღალატოთ სიმართლეს. გისურვებდით, ასეთი სულისკვეთებით გებრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისთვის კანონიერი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის გვერდით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! საქართველოს განთავისუფლებისთვის მებრძოლთა სტუდენტური ორგანო – გაზეთი “თავისუფლების ტრიბუნა” №2 10 ივლისი 1992 წელი

მასალას აქვეყნებს დავით არაბიძე

გამოყენებულია ჯემალ კასრაძის ფოტო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close