პოლიტიკა

„შეთავაზება მექნებოდა ერთი – დროზე შევიდნენ პარლამენტში“

პრემიერი გახარია ამბობს, რომ ერთადერთი შეთავაზება, რაც ოპოზიციისთვის აქვს, არის ის, რომ “დროზე შევიდნენ პარლამენტში”.

მისი თქმით, არავისთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს და არანაირი მოლაპარაკებების შესახებ არ იცის.

“შეთავაზება მექნებოდა ერთი ჩემი მხრიდან — დროზე შევიდნენ პარლამენტში. შევიდნენ პარლამენტში დროზე და ჩვენმა მოქალაქეებმა რა მოვალეობა და პასუხისმგებლობაც დააკისრეს, ის აიღონ თავის თავზე და შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი ირონიის გარეშე, რომ მოსახლეობა შემდეგ არჩევნებზე შესაბამის შეფასებას მისცემს”, — განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close