პოლიტიკა

„ყველას ვთხოვ გაგებით მოეკიდის ამ მოვლენას“ – „ქართული მარში“ რეორგანიზაციას აცხადებს

“ქართულმა მარშმა” გამოაცხადა სრული რეორგანიზაცია – ამის შესახებ პარტიის ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროგრესნიუსი“ პოლიტიკოსის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ქართულმა მარშმა” გამოაცხადა სრული რეორგანიზაცია‼️მიუხედავად არჩევნების ტოტალური გაყალბებისა,მაინც იმედგაცრუებულნი ვართ პარტიის ზოგიერთი რგოლის და რაიონული ორგანიზაციის მუშაობით,ამიტომ უნდა განხორციელდეს ძველის ახალით ჩანაცვლების პროცესი,რაც პარტიის გაძლიერებას ემსახურება‼️ყველას ვთხოვ გაგებით მოეკიდის ამ მოვლენას,მესმის რომ რეორგანიზაცია მტკივნეული პროცესია,მაგრამ აუცილებელი‼️ქართული მარშის ყველა ლიდერი პარტიის შემადგენლობაში რჩება‼️ვქმნით თვისობრივად ახალ პოლიტიკურ პლატფორმას.რომელიც დამყარებული იქნება კონსერვატორული იდეოლოგიის ინტელექტუალურად წარმოჩენაზე,ამიტომ სამომავლოდ აქცენტი გაკეთდება წიგნიერ-განათლებულ პერსონებზე‼️შეიცვლება პარტიის მმართველი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა,სტრუქტურა,სტრატეგია და ტაქტიკა‼️მიუხედავად დიდი წუხილისა-მათთან ვინც არჩევნებში მუშაობის შედეგად იმედები გაგვიცრუა-მოგვიწევს დამშვიდობება‼️კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვ,რომ გაგებით მოეკიდოს ამ პროცესს,ღირსეულად მიიღოს მარშის გადაწყვეტილებები და იპოვოს თავისი მომავალი‼️აბსოლიტურად ყველას,ვუსაც გავუშვებთ-ვუსურვებ წარმატებებს,ქართული მარშის წევრებს კი გამძლეობას და მომავალ გამარჯვებებს‼️უფალი ფარავდეს საქართველოს ეროვნულ მოძრაობას‼️—- P.S. იანვრში ქართული მარშის ლიდერები მიემგზავრებიან უცხოეთში,შედგება სერიოზული შეხვედრები ევროპარლანტის დეპუტატებთან და კონსერვატორული იდეოლოგიის პარტიების ლიდერებთან.იანვრის ბოლოს რეორგანიზაცია დამთავრდება და ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს‼️“ – წერს სანდრო ბრეგაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close