საზოგადოება

„ვეღარ ვკითხულობ მის ნაწერებს, არ შემიძლია, ვნადგურდები, ვერც გიორგის საფლავზე მივდივარ“ – მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე გიორგის ოჯახის წევრებისა და თავისი სულიერი მდგომარეობის შესახებ საუბრობს:

“ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ვფიქრობთ, რომ გიორგის სული დაგვყურებს, გვისმენს. ძალიან ახალგაზრდები არიან გიორგის მშობლები და სულ ვეუბნები, რომ გიორგი ჩვენთანაა, ვერ ვეფერებით, ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ის ჩვენთანაა. ქრისტიანობა სხვაგვარად უყურებს ტრაგედიებს. მორწმუნემ იცის, რომ სიცოცხლე მხოლოდ ხორციელი არ არის, ამიტომ უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გარდაცვლილები ჩვენთან არიან და თუ ამის გვჯერა, თავი არ უნდა მოვიკლათ. ახლა ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ვიცოცხლოთ და გიორგისთვის ვილოცოთ, იმიტომ, რომ ქრისტიანები ვართ.

გიორგისთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, მიმოწერსაც ვაწარმოებდით. ნათესაობის გარდა, მეგობრებიც ვიყავით და ეს მაბედნიერებდა. ბიძა ვერ შესთავაზებ შენს მეგობრობას მოზარდს, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ გიორგიმ თვითონ გამოხატა ჩემთან მეგობრობის სურვილი და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით.

გულწრფელად გეტყვით, ვეღარ ვკითხულობ მის ნაწერებს, არ შემიძლია, ვნადგურდები, ვერც გიორგის საფლავზე მივდივარ, არადა სხვას ვარიგებ ხოლმე ჭკუას. ყველას ვთხოვ, სამართლებრივ ნორმებს არ გავცდეთ, თუმცა მე თვითონ მისი საფლავიდან წამოსული რას ვიზამ, არ ვიცი!”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” მირიან ნიკოლაძემ.

„კვირის პალიტრა“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close