პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა.

პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს წევრები დაასახელა და მათ წარმატებები უსურვა.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

პარტიის ყრილობაზე დღესვე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close