საზოგადოება

„გპირდებით, ყველას ძალიან გაგამწარებთ! არაფერს შეგარჩენთ!“ – რა მოხდა ყვარელში?

„სანამ იმ ბავშვივით, საჩხერეში რომ ,,შემთხვევით” ტყვიას ემსხვერპლა, თქვენს ახლობელს არ მოუვა იგივე, ვერ გაანალიზებთ ეს რა არის“ – ცხოველთა უფლებების დამცველი ნათია ბეუქლიშვილი სოციალურ ქსელში მოკლული ძაღლის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„სულ რაღაც 1 საათის წინ ჩემთან სახლში მოვიდა ერთი კაცი,
(სხვათაშორის ისეთი კაცი, რომელსაც ჩემ მიკედლებულ ძაღლებზე პრეტენზია ჰქონდა)
ქუჩაში უპოვია ეს ცუგა კერძოდ, ,,ლამიანების გზაზე”
იქნებ წამოხვიდე და ნახოო.
წავედი რათქმა უნდა და პირველი
რაც იყო, დექსამეტაზონი გავუკეთე.
გადმოვაბრუნე ძაღლი და დაცხრილული ჰქონდა გულ-მკერდის არე და ყელი,
გადმოვიყვანე სახლში, ჩემგან საკმაოდ შორსაა და თავად იმ კაცმა გადმომაყვანინა.
მოყვანიდან 10 წუთში მოკვდა.
პოლიცია გამოვიძახო?!
რას იზამენ?!
ყვარელი პატარაა, ვერავის ,,გაუტეხავენ” და ვერც დააჯარიმებენ, ხელწერილსაც კი არ დააწერინებენ და საერთოდ არც კი გამოიძიებენ.
ხოდა სანამ იმ ბავშვივით, საჩხერეში რომ ,,შემთხვევით” ტყვიას ემსხვერპლა,
თქვენ ახლობელს არ მოუვა იგივე, ვერ გაანალიზებთ ეს რა არის, და რას ვგრძნობთ ჩვენ!
რატომ ვადარებ ძაღლს ადამიანს?!
პასუხი ძალიან მარტივია
•მასაც ადამიანივით სტკივა
•მასაც უნდა რომ იცოცხლოს
•მასაც უნდა რომ თბილი ოჯახი ჰყავდეს და ,,ლუკმა-პური” ჰქონდეს.
იმედი მაქვს ეს ცოდვა მას გაამწარებს და მისი საქმის ,,დამფარველსაც”
აქვე იმას ვიტყვი, თავს ვიკავებ პოლიციასთან ურთიერთობისგან, რადგან არასრულწლოვანი ვარ, გავხდები სრულწლოვანი და გპირდებით, ყველას ძალიან გაგამწარებთ! არაფერს შეგარჩენთ!
თითის გაუტოკებლობასაც კი არ შეგარჩენთ!“ – წერს ნათია ბეუქლიშვილი.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: ძაღლი და ღია ცის ქვეშ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close