ეკონომიკა

ფინანსურ სექტორში ყველა მიმართულებით ძალიან პოზიტიური დინამიკაა – ღარიბაშვილი

აპრილში ჩვენ 7,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აპრილში საქართველოს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და დინამიკა ყველა ფინანსურ სექტორში ძალიან პოზიტიურია.

„აპრილში ჩვენ 7,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელია. აპრილის თვეში ექსპორტის მოცულობა 20%-ით გაიზარდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ამ წლის პირველ კვარტალში 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება სამშენებლო სექტორში, სადაზღვევო-საფინანსო, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებში. ზოგადად, დინამიკა ძალიან პოზიტიურია და ამას შენარჩუნება სჭირდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს და ასევე, ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიზნეს სექტორი განსაკუთრებით გააქტიურებულია.როგორც მან აღნიშნა, წლის პირველ კვარტალი ბიზნეს სექტორის ბრუნვა 15%-ით გაიზარდა.

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს სექტორი ძალიან გააქტიურებულია. წლის პირველ კვარტალში ამ სექტორის ეკონომიკური ბრუნვა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი, რაც 44 მილიარდ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close