მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი „საცდელი ადგილის“ გამოგონება შეუძლებელია

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი „საცდელი ადგილის“ გამოგონება შეუძლებელია.

„კიევის დასავლელ მოკავშირეებს ნამდვილად შეუძლიათ დაინახონ, მუშაობს თუ არა მათი იარაღი, რამდენად ეფექტურად მუშაობს ისინი და საჭიროებს თუ არა განახლებას“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

The Financial Times-ი წერს, რომ რუსული რაკეტებისგან თავისი ცის დასაცავად, უკრაინამ მიიღო ამერიკულ-ნორვეგიული საჰაერო თავდაცვა Nasams-ი, ისევე როგორც გერმანიის ახლად განვითარებული Iris-T და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს კლასის ყველა სხვადასხვა სისტემა ერთად გადის გამოცდას.

„სისტემები ერთად მუშაობენ. მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იცოდნენ“, – თქვა ოლექსი რეზნიკოვმა ინტერვიუში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close