პოლიტიკა

აუცილებელია “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება – განცხადება

აუცილებელია ყველა ძალადობაზე მყისიერი რეაგირება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება, – ამის შესახებ პარტია„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც პარტია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

“მაღალი სტანდარტის მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ორგანიზებულია სუს-ის, ანუ ხელისუფლების მიერ და მასში უშუალოდ სუს-ის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ეს უტყუარად დასტურდება ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ დღეს გავრცელებული კადრებით.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლებას არ აინტერესებს ევროპული, მშვიდობიანი საქართველო, მოქალაქე და მისი პრობლემები. მთელი რესურსი გადართული აქვს ძალადობით სკამის შენარჩუნების ამოცანაზე.

სწორედ ამიტომ აუცილებელია ყველა ძალადობაზე მყისიერი რეაგირება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ყველა უბედურების, მოქალაქის ყველა პრობლემის, სათავე არის მოძალადე ხელისუფლება. ჩვენი მხარდაჭერა მიშა მშვილდაძეს! არა ძალადობას!

არა “ქართულ ოცნებას”!”,- ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close