პოლიტიკა

„უკვე 80 ზარს და ამდენივე მესიჯს ვუპასუხე, ზოგი ფულს მთხოვს, ზოგმა კრედიტიც შემომთავაზა – ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა,  საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გააკრა. ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო ნომერი ჯერ არ აქვს, ამიტომ ბანერზე ტელეფონის ნომერის დაწერა არჩია ხალხთან ურთიერთობისთვის და აზრების გამოცვლისთვის.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რამდენად ხშირად უკავშირდებიან საზოგადოების წარმომადგენელები ელისაშვილს და რაზე ესაუბრებიან მას. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ხალხი მას სხვადასხვა მიზეზის გამო ურეკავს, მათ შორის, პირად პრობლემებზე სასაუბროდ.

“არ გაჩერებულა ტელეფონი.ზოგს უბრალოდ გადამოწმება უნდა, ნამდვილად ვპასუხობ თუ არა ნომერს.ზოგი საკუთარ პრობლემებზე მელაპარაკება, ზოგი მეუბნება უბრალოდ, წარმატებებს გისურვებთო. ფულიც მთხოვეს, კრედიტიც შემომთავაზეს, გადასახდელი მაქვს და დაგვეხმარეო, მაგრამ ახლა დახმარება არანაირად არ შეიძლება, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩამეთვლება“ – განაცხადა ელისაშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close