მსოფლიო

ჯაკარტა – 10 მილიონიანი ქალაქი, რომელიც სწრაფად იძირება

ჯაკარტა – ინდონეზიის მთავარი საზღვაო პორტი და დედაქალაქი 10 მილიონიანი მოსახლეობით, 2050 წლისთვის წყლის ქვეშ აღმოჩნდება.

საქმე ის გახლავთ, რომ ჯაკარტას ჩრდილოეთმა ნაწილმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ზღვის დონიდან 2.5 მეტრით ქვემოთ დაიწია და ყოველწლიურად 25 სანტიმეტრით ქვემოთ იწევს. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში სანაპიროების ჩაძირვის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

დედაქალაქის გადასარჩენად ჯაკარტას ხელისუფლებამ თავდაპირველად, შეიმუშავა 40 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტი – Great Garuda, რომელიც გიგანტური კედლის აშენებასა და 17 ხელოვნური კუნძულის შექმნას გულისხმობდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, დედაქალაქი კუნძული იავადან მეზობელ კუნძულ კალიმანტანზე გადაეტანათ.  ჯაკარტის 10 მილიონიანი მოსახლეობისთვის ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრის გადატანა განაჩენივით ჟღერს, რადგან უმეტესობას ახალ ადგილზე, ახალი ცხოვრების დაწყების რესურსი არ გააჩნია, თუმცა ძველ ადგილზე დარჩენაც სახიფათოა.

Джакарта ежегодно уходит под воду на 25 сантиметров.Вокруг Света. Украина

მიწისძვრების ზონაში, 13 მდინარის შერწყმის ადგილზე, ჭაობებზე აშენებული ქალაქი ინტენსიური მშენებლობითა და ცუდი დაგეგმარებით გამოირჩევა. ქალაქის ჩრდილოეთ რაიონებს წყალგაყვანილობაც კი არ აქვთ, ამიტომ ადგილობრივი წარმოება და მილიონობით მოსახლე იძულებულია წყალი ალტერნატიული საშუალებებით მოიძიოს.

სწორედ მიწისქვეშა წყლების ინტენსიური მოხმარებას უკავშირდება ნიადაგის ყოველწლიურად 25 სმ-ით დაწევა, რაც ორჯერ აჭარბებს მსოფლიო მაჩვენებელს.

დღეისთვის ჯაკარტას ზოგი რაიონი ზღვის დონიდან 4 მეტრით დაბლა მდებარეობს, რაც მილიონობით ადამიანისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. სეზონური წვიმების დროს, ამ ტროპიკულ ქვეყანაში წყალდიდობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის შედეგად სიტუაცია კატასტროფული გახდება.

Столица Индонезии постепенно уходит по воду. Почему тонет Джакарта? -  Статьи - Блог

როგორც ზემოთ ვთქვით, ხელისუფლებამ ჯაკარტის ყურეში ხელოვნური კუნძულების შექმნა გადაწყვიტა, რომლებიც ზღვის ტალღების შესაკავებლად, დამცავი კედლების ფუნქციას შეასრულებდნენ, თუმცა არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ 40 მილიარდიანი პროექტი ქალაქის პრობლემებს მოაგვარებს. მით უმეტეს, რომ მომატებული რისკის ზონებში, ნაპირის გასწვრივ აშენებული ბეტონის კედლები უკვე დაიბზარა. დაბზარული კედლებიდან წყალი უკვე თავისუფლად აღწევს ქალაქის ვიწრო ქუჩბში და ღარიბთა რაიონებს დატბორვით ემუქრება.

Пакуйте чемоданы: куда и зачем перенесут столицу Индонезии | Громадское  телевидение

ჯაკარტა ერთადერთი ქალაქი არ არის, რომელიც იძირება. ვენეცია, შანხაი, ახალი ორლეანი და ბანკოკი ასევე სახიფათო ზღვარზე არიან, მაგრამ მათგან განსხვავებით, ჯაკარტამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არაფერი  გააკეთა.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close