სამართალი

შეგინებას მედავებიან, ხელით არ შევხებივარ – მსახიობ გიორგი გურგულიას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობ გიორგი გურგულიას ცოლი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაც მოითხოვა, თუმცა, არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და გურგულია 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, ცოლს, ლარისა გიგაურს ხელით არასდროს შეხებია და მასზე არასდროს უძალადია.

„გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ. ტელეფონი გამოვართვი ჩემი ნაჩუქარი და მაგაზე მიჩივლა, ეგ იყო მიზეზი და გამწარებულზე, რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ახლა ნანობს. ყველაფერს ესწრებოდა ჩემი მეგობარიც, მეზობლებიც და იქ არაფერი კონფლიქტი არ მომხდარა. სასამართლოს ეხვეწება, რომ არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათო და უბრალოდ გამწარება მინდოდაო“, – განაცხადა გიორგი გურგულიამ „რუსთავი 2“-თან.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close