ეკონომიკა

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისზე განსაკუთრებული ფასი მოქმედებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ტოიოტას რამდენიმე მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისზე განსაკუთრებული ფასი მოქმედებს. ტოიოტას ოფიციალური დილერის სპეცშეთავაზება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის განცხადებით, ტოიოტას 5 მოდელისთვის – Toyota C-HR, Toyota Prius, Toyota Camry, Toyota Corolla და Toyota RAV4 – ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელი მხოლოდ 150 ლარად მიიღებს.

როგორც თინათინ მაკარიძე განმარტავს, ძრავა ავტომობილის მამოძრავებელი ცენტრია და მისი ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობისთვის ზეთის სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში ისარგებლოს ჩვენი ავტორიზებული სერვისცენტრითა და იქ მომუშავე სერტიფიცირებული ტექნიკოსების მომსახურებით და ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული სერვისი საუკეთესო ფასად მიიღოს. მომხმარებელმა, რომელსაც ზაფხულის სეზონზე ხშირად უწევს გადაადგილება, ვფიქრობთ, უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის აუცილებელია მისი განახლება ტოიოტას ორიგინალი და გარანტირებულად მაღალი ხარისხის ავტონაწილებით, მათ შორის ძრავის ორიგინალი ზეთითა და ფილტრით. ძრავა ავტომობილის მამოძრავებელი ცენტრია და მისი ხანგრძლივი და საიმედო მუშაობა დიდწილად არის დამოკიდებული ზეთის სწორად შერჩევაზე. მაღალი ხარისხის ძრავის ორიგინალი ზეთი, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს, მაქსიმალურად იცავს ავტომობილის ძრავას დაზიანებისა და გადახურებისგან, აძლევს მას სრული სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობას, ხელს უშლის ნარჩენების წარმოქმნას და უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტიან და ბიუჯეტურ მართვას“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close