საზოგადოება

„ტვ პირველის“ ზონდერჯგუფები მივარდნენ ჩემს სახლში, ააწიოკეს ჩემი ოჯახი.. მივმართავ ამ მედია საროსკოპოს“ – გოგა ხაინდრავა

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი დღის განმავლობაში მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი.

„გუშინ ტერორი განხორციელდა ჩემს სახლში. როცა სახლში არ ვიყავი და ზონდერჯგუფები, რომელიც ჟურნალისტიკას არიან მოფარებული, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სახლში არ ვიყავი, რადგან ჩემთან ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია არაერთჯერადი, მაინც მივარდნენ ჩემს სახლში. ააწიოკეს ჩემი ოჯახი, რომელშიც იმყოფებოდა მეუღლე, ქალიშვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი. მიაყენეს ფსიქოლოგიური ტრავმა ჩემს მეუღლეს და შვილიშვილს. მიუხედავად იმისა, არაერთხელ განემარტათ, რომ მე სახლში არ ვიყავი და სთხოვეს წასულიყვნენ, დაენებებინათ ოჯახისთვის თავი, ეს არ გააკეთეს. ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემს ოჯახში შეღწევას. ჩემი შვილი გამოვიდა და თხოვდა, რომ გაენებებინათ თავი. მიუხედავად ამისა, ეს ტერორი არ გაჩერდა, დღეს ეს ტერორი გაგრძელდა ჩემი შვილის ოჯახზე, რომელიც სოფელში ცხოვრობს, იქ მიუვარდნენ.

მე არ ვარ საჯარი მოხელე, პოლიტიკოსი, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, არ ვარ ჩართული საარჩევნო კამპანიაში, არანაირი კავშირი არ მაქვს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და ორგანიზაციასთან. მე ვარ კერძო პირი, ამიტომ არანაირი თმენის ვალდებულება არ მაქვს. ახლა მინდა მივმართო ამ მედია საროსკოპოს, რომელსაც „ტვ პირველი“ ჰქვია, მინდა, მივმართო მის ხელმძღვანელებს, ეს არის როენა მამიდა გრიგოლია და სუტინიორი მელაძე, ის, რასაც ისინი ჩადიან, ეს არის ადამიანის უფლების ძალიან მძიმე დარღვევა, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგად ხდება ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ეს არის წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ ჩაფიქრებული ოპერაციები და მაგის გამო ვპირდები, რომ ძალიან მძიმე პასუხს აგებენ.

მე ახლა მინდა მივმართო ამ საორკოპიოების მფლობელებს მათ მფარველებს და დამფინანსებლებს. ესენი არიან მამა-შვილი წერეთლები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თემურ ჭყონია. მინდა, მათ ვუთხრა, რომ კიდევ ერთხელ თუ განმეორდება მსგავსი ქმედება ჩემი ოჯახის მიმართ, მე ამას ჩავთვლი, როგორც აგრესიულ აქტს. ისინი, ხუთივე ძალიან კარგად მიცნობენ, ამიტომ კარგად გაიაზრებენ, რა პასუხს მიიღებენ ისინი ჩემგან, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აგრესიული აქტის ჩატარების გამო. კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მათი ზონდერ ჯგუფები კიდევ ერთხელ გაბედავენ ჩემი ოჯახში, ჩემს კერძო სივრცეში შეჭრას“, – განაცხადა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავა მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რომ დაიცვან მისი ოჯახის უსაფრთხოება.

„ომბუდსმენი საქართველოში არ არსებობს, ისეთივე ტერორისტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლომჯარია, როგორც არის გიგაური და მთელი ეს ფსევდო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან ამ მოძალადე და ტერორისტულ ორგანიზაციებს, ქართულ თალიბანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო მოტრიალე ყველა ვითომ პოლიტიკურ პარტიებს. მინდა, მივმართო დიპლომატიურ მისიებს. მინდა გაგახსენოთ ერთი ფაქტი, როდესაც აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ძალიან დიდი გულმოდგინებით იცავდა ვახო სანაიას ოჯახის უსაფრთხოებას, მის უფლებებს და ა.შ.

მინდა, ვკითხო ქალბატონ კელი დეგნანს, მხოლოდ და მხოლოდ პრივილეგირებულ ადამიანებს იცავს, თუ მეც შეიძლება მქონდეს იმედი, როდესაც სახლში არ ვიქნები, მეუღლის, მცირეწლოვანი შვილიშვილისა და ქალიშვილის უფლებები, უსაფრთხოება იქნება დაცული მისი მხრიდან, ისეთივე გულმოდგინებით, როგორსაც ვხედავდით სანაისთან მიმართებაში. ასევე მივმართავ ყველა მისიას, პოლიტიკური ტერორი და მედია ტერორი საქართველოში უნდა შეწყდეს. რაც ხდება ეს არის ფსიქოლოგიური ტეროტრი, ის აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, ოჯახის სიმყუდროვეს, რაც ყველაზე დიდი ყურადღებაა მსოფლიოში. ყველაზე დიდი ღირებულება არის ადამიანი და მე მინდა გითხრათ, მზად არის თუ არა ქალბატონი დეგნანი, რომ ჩემი ოჯახის ადამიანური უფლებები იყოს დაცული. არ მეშინია პასუხისმგებლობის, პირველივე ადამიანი, ვინც გაბედავს აგრესიულ აქტს ჩემი ჯახის წინააღმდეგ ისეთ პასუხს მიიღებს, რომ თავისი დაბადების დღე ცუდად გაახსენდება.

ვაფრთხილებ როენა მამიდას, მელაძეს, მამა შვილ წერეთლებს, ხაზარაძეს, ჯაფრიძეს, ჭყონიას და ყველას, ნებისმიერი ძალადობრივი აქტი და ფსიქოლოგიური აქტი განხორციელებული ჩემი ოჯახის წინააღმდეგ იქნება პასუხგაცემული და პასუხი იქნება ძალიან მძიმე. ეს იყო „ტვ პირველი“, მანამდე აკეთებდე „მთავარი“, „ფორმულა“. ეს არ არის ტელევიზიები, ამას ჟურნალისტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის ზონდერ ჯგუფები, ეს არის ჩემთვის ტელესაროსკოპიეობი და ეს არის როენა გრიგოლია. წითელი ხაზებს ნუ გადაკვეთენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close