პოლიტიკა

„ჩემთვის ყველაზე კარგი საზომია უბრალო, რიგითი თბილისელების დამოკიდებულება“

„რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, ჩემთვის ყველაზე კარგი საზომია უბრალო, რიგითი თბილისელების დამოკიდებულება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “ქართულმა ოცნების” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებულ კვლევის შეფასებისას განაცხადა.

“ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველგან გაიმარჯვებს. დაწყებული დედაქალაქიდან, სადაც პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები, ასევე ყველა დიდ ქალაქში და რაიონებში.

რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის უბრალო, რიგითი თბილისელების დამოკიდებულება, ყოველდღიურად ვგრძნობ ამ სიყვარულსა და პატივისცემას. შეიძლება პირადი რეიტინგი მე უფრო მაღალი მქონდეს, რადგან არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც შესაძლოა სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მე მოვწონდე. მაგალითად, შეიძლება ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს, მე მაძლევდეს ხამს,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close