Sliderსაზოგადოება

ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილმა პრეპარატმა მესამე სტადიის კიბოთი სნეული პაციენტი სრულად განკურნა(!?)

უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ კიბო – ეს ვერაგი სენი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მალე სამუდამოდ დამარცხდება, ხოლო მისი მძლეველები ქართველი მეცნიერები იქნებიან. ვესაუბრებით ამ პრეპარატის ერთ-ერთ გამომგონებელს, ცნობილ ბიოქიმიკოსს, ქიმიის აკადემიურ დოქტორს, პროფესორ ნოდარ ჩიგოგიძეს, რომელმაც ფრთები შეასხა პროფესორ ირაკლი ნადირაძის საინტერესო იდეას და შექმნა სრულიად ახალი კლასის მრავალმუხტიანი ანიონაქტიური შენაერთი, მეტასტაზირების შესაფერხებლად.
პროფესორი ნოდარ ჩიგოგიძე
– ონკოუჯრედების თვისებებს ათწლეულების განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვიკვლევდი, ამიტომაც დავინტერესდი პროფესორ ირაკლი ნადირაძის იდეით. უამრავი კვლევა და შესაბამისად ლიტერატურა არსებობს იმის თაობაზე, რომ პირველადი სიმსივნური კერიდან მოწყვეტილი უჯრედი შეიფუთება ფიბრინით და სისხლისა თუ ლიმფის გზით შორს, სხვა ორგანოებში გადაიტანება, სადაც შემდეგ ფიბრინის მეშვეობით მიეწებება ენდოთელიუმს -სისხლძარღვთა კედლის ამომფენ გარსს და მეტასტაზს აძლევს დასაბამს; ისიც ცნობილია, რომ ეს ფიბრინი ერთგვარი საკვები ნიადაგია მეტასტაზების განვითარებისათვის. ამის გათვალისწინებით, ახალ ნივთიერებას ჰეპარინისმაგვარი, ფიბრინის დამშლელი მოქმედება უნდა ჰქონოდა. სწორედ ამ თვისებების მქონე ორგანულ ანიონებს დაეფუძნა ახალი შენაერთი. აღნიშნული ორგანული ანიონები -უარყოფითი მუხტის მქონე მაკრომოლეკულები მე ცეზიუმისა და რუბიდიუმის მატარებლად გამოვიყენე. ცეზიუმი და რუბიდიუმი კალიუმის ანალოგი ტუტე მეტალებია. ამ დადებითად დამუხტულ იონთა უჯრედში შეღწევა იწვევს უჯრედის შიდა გარემოს გატუტიანებას, რასაც საბოლოოდ სიმსივნური უჯრედის განადგურება მოსდევს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული პრეპარატი ზრდის უჯრედთა მდგრადობას ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობა) მიმართ და აძლიერებს იმუნიტეტს. სიმსივნური უჯრედების ნაწილი, რომლებშიც გადაგვარების პროცესი ჯერ კიდევ არ არის შორს წასული, ანუ ონკოუჯრედები გენეტიკური აპარატის დაზიანების გარეშეა – ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, დანარჩენი ონკოუჯრედები კი იღუპება!
– რამდენადაც ცნობილია, ონკოლოგიაში ელექტრული მუხტი და ზოგადად „ელექტრობა“ ჯერ არავის გამოუყენებია…
– დიახ, ჩვენ პირველები ვართ! ამჟამად სრულდება მეორე თაობის ინჰიბიტორებზე – გრძელჯაჭვიან მრავალმუხტიან ანიონაქტიურ მოლეკულებზე მუშაობა. ამფიცეზინი ამ კლასის პირველი წარმომადგენელია, მსოფლიოში პირველი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე და არ აზიანებს ორგანიზმის ჯანმრთელ, ნორმალურ უჯრედებს. ის აფერხებს სიმსივნური უჯრედების მიწებებას, ანუ გააჩნია ჰეპარინისმაგვარი მოქმედება, მონაწილეობს მძიმე მეტალთა კანცეროგენული იონების შებოჭვაში. ამფიცეზინი არის ტუტე მეტალების – რუბიდუმისა და ცეზიუმის მტარებელი, უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტსა და სიმსივნურ უჯრედებში შეღწევას, იტაცებს სიმსივნური უჯრედებისათვის საჭირო კათიონებს და აიძულებს სიმსივნურ უჯრედებს, განიცადონ კვების დეფიციტი. ხანგრძლივად და მცირე დოზებით ამფიცეზინის მიღება სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.
– ამფიცეზინის ეფექტურობის დამადასტურებელი ექსპერიმენტები უკვე დასრულდა?
– პრეპარატის ეფექტურობა ექსპერიმენტულად უკვე შევისწავლეთ. ინ ვიტრო ექსპერიმენტების ჩატარებაში ქალაქ რიგის (ლატვია) ვიროთერაპიის ინტერნაციონალური ცენტრი დაგვეხმარა, სადაც შეისწავლეს ამფიცეზინის ზემოქმედება D60 p4 უჯრედოვანი კულტურის ინ ვიტრო სიცოცხლისუნარიანი უჯრედების რაოდენობაზე. უცხოელ ექსპერტთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩვენ მიერ შექმნილი პრეპარატით (10%-იანი ამფიცეზინით) სიმსივნური უჯრედების ზრდის მაქსიმალური ინჰიბიცია საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 93,5% იყო.
– ამფიციზინმა ონკოპაციენტებს რაიმე შედეგი უკვე მოუტანა?
– დიახ, უკვე არაერთ, თანაც მძიმე ონკოპაციენტს თვალსაჩინო შედეგი აქვს! მათ ორგანიზმებში არა თუ მეტასტაზების განვითარების ინჰიბირება (შეფერხება) ხდება, არამედ პირველადი სიმსივნური კერის განადგურებაშიც გასაოცარი შედეგები იკვეთება!
* * *
გადავწყვიტეთ, “ამფიცეზინის” მეოხებით გადარჩენილ ყოფილ ონკოპაციენტს გავსაუბრებოდით.
ვახტანგ წივწივაძე:
ამფიცეზინი უნიკალური აღმოჩენაა, რომელმაც მე პირადად სიკვდილს გადამარჩინა! მისი ავტორები კი, მჯერა, ნობელის პრემიას მოიპოვებენ!
– „ყველაფერი 2019 წლის 5 სექტემბერს დაიწყო. მანამდე არც ვეჭვობდი, რომ ონკოლოგიური პაციენტი ვიყავი. ამ დღეს ჩემი მეგობარი მეწვია. პროფესიით ექიმი ძალიან შეშფოთდა ჩემი არაბუნებრივი გამომეტყველებით და მთხოვა, ავერსის კლინიკაში წავყოლოდი გამოკვლევებისთვის. აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინს ვკარგავდი, რკინადეფიციტური ანემია და რაც მთავარია, მესამე სტადიის ვერაგი სიმსივნე – მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომა მქონდა, სიგმოიდურ კოლინჯში 8 სმ ზომის სარკოფაგი ჩამოყალიბებულიყო, მეტასტაზები ჯერ არ იყო გამოვლენილი, თუმცა, მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო…“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ:
– თუ დაუყოვნებლივ არ გაკეთდება ოპერაცია, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას შემდგომში პროცესების განვითარებაზეო – მითხრეს სპეციალისტებმა. სხვა რა გზა იყო – დავთანხმდი ოპერაციას, ოღონდ ნაწლავის გარეთ გამოტანაზე უარი განვაცხადე, თავს არ ვიცოცხლებ მეთქი -გავაფრთხილე ექიმები, თურქეთში წასვლაზეც უარი ვთქვი. 70 წლის იუბილეს აღნიშვნის შემდეგ ასეთი რამ რომ დაგატყდება კაცს! ერთგვარად შევეგუე ჩემს მდგომარეობას, კეთილსაიმედოს ვერაფერს მეუბნებოდნენ, არც იმას, რამდენხანს ვიცოცხლებდი ვერაგი დიაგნოზის გამო და არც იმას, რამდენით გამიხანგრძლივდებოდა სიცოცხლე ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ოპერაცია 8 საათს გაგრძელდა, ლევან გოგიჩაიშვილმა გამიკეთა “ჰელსიკორში,” 58 სმ-ი სიგრძის ნაწლავი ამომაჭრეს. ერთი თვის თავზე ქიმიისთვის გამომიძახეს. სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, მომატყუეს – ეს მავნე გვერდითი ეფექტების მქონე ქიმია არ არის- ტაბლეტირებულიაო! 9 ტაბლეტს მაყლაპებდნენ, 7 დღეში კუბოში ჩასაწვენი გავხდი, ორგანიზმის გაუწყლოება მოხდა, ბოლომდე დავსუსტდი, სითხისაგან დავიცალე, ჰალუცინაციები დამეწყო, თუმცა, ამჯერად თოდუას კლინიკაში გადამარჩინეს: 7 დღე და ღამე მარტო გადასხმები მიკეთეს და ორგანიზმი გამიწმინდეს. მას შემდეგ დამთავრდა ჩემთვის ქიმია! კიბო მომკლავდა თუ ქიმია, რაღა მნიშვნელობა ჰქონდა. ჰოდა, დავრჩი ასე, განწირულ მდგომარეობაში.
– განწირულის არაფერი გეტყობათ. მშვენივრად გამოიყურებით.
– გიკვირთ, არა? გიამბობთ ყველაფერს. ერთ დღესაც, შემთხვევით, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ შემთხვევით ამქვეყნად არაფერი ხდება – მირეკავს ჩემი ნათესავი თენგიზ წივწივაძე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი – ერთ კაცს უნდა შეგახვედროო. ნოდარ ჩიგოგიძე 45 წელი არ მენახა. არადა ერთად ვსწავლობდით “გეპეიში”, მე ქართულ სექტორზე, ის კი – რუსულზე. ვმეგობრობდით, 22 წლის ბიჭები ვიყავით, როცა ინსტიტუტი დავამთავრეთ. ნოდართან შეხვედრა მოულოდნელი იყო ჩემთვის. გამახარა მეგობრისა და კოლეგის ნახვამ. წამალი ჰქონდა მოტანილი, ყველაფერში გამარკვია, დამაკვალიანა, ამიხსნა, როგორ უნდა მიმეღო, დამარწმუნა, რომ არაფერს მავნებდა, ის კი არა, აიღო, დაისხა და ჩემს წინაშე თავადაც დალია. მოკლედ დავთანხმდი ამფიცეზინით მკურნალობას.
– ენდეთ, რადგან კურსელი იყო და არაფერს გავნებდათ, თუ თქვენმა უიმედო მდგომარეობამ? ეს ხომ ერთგვარი ექსპერიმენტი იყო…
– ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისედაც აღარაფერი მქონდა დასაკარგი.
თუმცა, მეგობრისადმი ნდობის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა. თანაც, თავად ხომ ქიმიკოსი ვარ. როცა ნოდარს მოვუსმინე, ჩავწვდი მისი პრეპარატის მოქმედების არსს, ამფიცეზინი ჩემთვის მისაღები გახდა. გავიაზრე, რა პროცესები მოხდებოდა ორგანიზმში, რა იყო მოსალოდნელი და რწმენა გამიჩნდა, რომ ეს პრეპარატი მიშველიდა იმგვარად, რომ ზიანსაც არ მომიტანდა. მაგრამ ამხელა სარგებელს მართლა არ მოველოდი! თამამად შემიძლია განვაცხადო, სასწაული მოხდა!
– ნუთუ, ამფიცეზინმა კიბო დაგამარცხებინათ?
– შოკში არიან ექიმები, მე ხომ კლინიკური და ლაბორატორიული კვლევის შედეგების ამსახველი ყველა დოკუმენტი მაქვს! 14 თვეა, ვიღებ ამფიცეზინს და უკვე სრულად ჯანმრთელი ვარ! გაუმჯობესებული მაქვს ყველა პარამეტრი; ანალიზების შედეგების მიხედვით, ჰემოგლობინი, რკინა, მიკროელემენტები და ნებისმიერი მაჩვენებელი ნორმაში მაქვს, ონკოლოგიური მარკერები ჩემს ორგანიზმში არ იძებნება! ვგრძნობ ენერგიულობას, სიმხნევეს, გაახალგაზრდავებას. კანიც კი სხვანაირი გამიხდა, მგონია, “ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუწა, პატარა” (იცინის), დამირეგულირდა ძილი, წნევა, გამეზარდა შრომისუნარიანობა.
სამ თვეში ერთხელ ვიტარებ ანალიზებს და საუკეთესო პასუხები მაქვს. ჩემი მკურნალი ექიმი გაოცებულია, სულ იმას ამბობს, პირველად ვნახე პაციენტი გვეხვეწებოდეს, ონკომარკერები შემიმოწმეთო! მე უკვე აზარტში შევედი კიბოზე გამარჯვებით, ყველაზე უიშვიათეს სიმსივნეზეც (მამაკაცთა სარძევე ჯირკვლის კიბო) კი შემოწმებული მაქვს მარკერი, გიმეორებთ: არცერთი ონკომარკერი არ იძებნება ჩემს ორგანიზმში! საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პირდაპირ ვამბობ: ამფიცეზინი უნიკალური აღმოჩენაა, რომელმაც მე პირადად სიკვდილს გადამარჩინა! მისი ავტორები კი, მჯერა, ნობელის პრემიას მოიპოვებენ!
* * *
P.s.
პრეპარატი ამფიცეზინი ონკოდაავადებათა დამზოგველი ქიმიოთერაპიისათვის:
1) პრეპარატი ამფიცეზინი არის მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული ქიმიოთერაპიული საშუალება, რომელიც მოქმედებს შერჩევითად მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე და არა აზიანებს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებს;
2) ამფიცეზინი სიმსივნეთა მეტასტაზირების პროცესის სინთეტური ინჰიბიტორების სრულიად ახალი კლასის წამომადგენელია, შექმნილი ქართველი პროფესორების -ირაკლი ნადირაძისა და ნოდარ ჩიგოგიძის მიერ;
3) მეტასტაზირების პროცესის მრავალმუხტიან ანიონაქტიურ ინჰიბიტორებს ორგანიზმზე პოლიფუნქციური (მრავალმხრივი) მოქმედება აქვთ;
4) ამფიცეზინი მიეკუთვნება არატოქსიკურ შენაერთებს, სინთეზისა და მოდიფიკაციის შეუზღუდავი შესაძლებლობებით;
5) პრეპარატი შეიცავს კალიუმის ქვეჯგუფის ორ მიკროელემენტს, სინერგისტებს – ცეზიუმსა და რუბიდიუმს, რომლებსაც აქვთ მაღალი ბიოლოგიური აქტივობა;
6) პრეპარატ ამფიცეზინს აქვს კარგი შეთავსებადობა სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ონკოთერაპიის მეთოდებთან.
7) ამ ეტაპზე ამფიცეზინი გადის ფართო კლინიკურ კვლევებს გამონაკლისის სახით მხოლოდ მოხალისეებზე, რომლებსაც აღენიშნებათ 1-ი, მე-2 და მე-3 სტადიის სიმსივნური დაავადება;
კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მსურველებს პრეპარატი გადაეცემათ უფასოდ!
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაკავშირება
ტელეფონზე: 555 28 03 51,
სამუშაო დღეებში 12-დან 14 საათამდე.
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: „ასავალ-დასავალი”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close