პოლიტიკა

სლუში ცავატანემ, შტო ეტა სვამი სლუჩილააას?- რატომ დარეკა ოქრუაშვილმა სომხეთში?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ყარაბაღის თემაზე მინდა დავწერო რაღაც, ოღონდ ფობიაში არ ჩამითვალოთ. მიმინოს სტილშია.
2008 წლიდან Foreign Policy-ს პარიზის ოფისი ორ კვირაში ერთხელ კლუბურ შეხვედრებზე მპატიჟებდა, სადაც სხვადასხვა თემებზე სხვადასხვა ქვეყნების გავლენიან პოლიტიკოსებს მომხსენებლებად იწვევდნენ.
2008 წლის ომი ახალი მომხდარია და ერთ შეხვედრაზე მივიღე მოწვევა. ცნობილი ზბიგნევ ბჟეჟინსკი ყავთ სტუმრად და ასე 10-12 კაცი ესწრება. ცოტა დამაგვიანდა და მრგვალ მაგიდას რომ მივუჯექი, ერთმა ხელი ამიწია ისე მომესალმა. სომხეთის ერთ-ერთი მინისტრი ვიცანი, რომელსაც ახლოს ვიცნობდი. ბუნებრივია დიდი დრო აგვისტოს ომის თემას დაეთმო.
ბჟეჟინსკის ისევ მოქმედი მინისტრი ვეგონე და ცოტა უტაქტოᲓ მომდგა – რა იყო 5 დღე ვერ გაძელით, ომი არ შეგძლებიათო. ტუჩები მოვიკვნიტე, მაგრამ გავატარე და არ ვუპასუხე. ფრანგმა მოდერატორმა უთხრა ეგ ყოფილია და ერთი წელია აქ ცხოვრობს, მიშამ გამოაგდოო. ბჟეჟინსკიმ ბოდიში მომიხადა და შეხვედრა გაგრძელდა.
გაგრძელდა მაგრამ სომეხმა კოლეგამ შანსი ხელიდან არ გაუშვა “ჩემთვის რომ ეკბინა”. მისი სიტყვის დრო მოვიდა და ნაცვლად იმისა რომ ბჟეჟინსკისთვის რამე ეკითხა, მე მეკითხება რუსულად: სლუში ირაკლიჯან, ცავატანემ შტო ეტა სვამი სლუჩილაას?
მსგავსი ცინიზმით, ქედმაღლობით, ამპარტავნებით და სარკაზმით არასდროს არავის არაფერი უკითხავს ჩემთვის. მაგ კითხვით მთელ ქვეყანას დაგვცინა. მოვითმინე, რას ვეტყოდი, მაგრამ მე რა მე ვიქნებოდი ეგ ჩამეყლაპა.
მოკლედ გუშინწინ დავურეკე, მოვიკითხე, ყარაბაღზე ჩამოვუგდე ლაპარაკი და იგივე კითხვა დავუსვი: სლუში ცავატანემ შტო ეტა სვამი სლუჩილააას?“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close