მსოფლიო

სიკვდილი ყველა ჩინოვნიკს, ვინც ვირუსს ვერ შეაკავებს – ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი დანაღმა

ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსთან საბრძოლველად უკიდურესი ზომები მიიღო და ჩინეთთან საზღვარი დანაღმა. ამის შესახებ ინფორმაციას Ёнхап ავრცელებს.

სამხრეთ კორეის დაზვერვა ამტკიცებს, რომ ჩრდილოელმა მეზობლებმა ჩინეთთან საზღვარი დანაღმეს. მათი მტკიცებით, ფხენიანს COVID-19- ის გავრცელებასთან საბრძოლველად არც ტექნიკური და არც ფიზიკური საშუალებები არ აქვს, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს. ვარაუდობენ, რომ ვირუსის ჩრდილოეთ კორეაში გავრცელების შემთხვევაში, შეიძლება სულ მცირე, 500 000 ადამიანი დაიღუპოს.

კორონავირუსის „იმპორტის“ შიშით ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ შეწყვიტა სხვა ქვეყნებიდან (სამხრეთ კორეის ჩათვლით) პროდუქტების მიღება. ოფიციალური პირები, რომლებმაც აგვისტოში პროდუქციას საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს, დაისაჯნენ. ფხენიანი სიკვდილით დასჯას დაპირდა იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც COVID-19– ის გავრცელებას ვერ უმკლავდებიან.

26 ივლისს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში პირველი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა –  პირი, რომელსაც სავარაუდოდ, ინფექცია ჰქონდა, სამხრეთ კორეიდან უკანონოდ ჩავიდა და ქალაქ კესონში იმყოფებოდა. პაციენტი მკაცრ კარანტინში გადაიყვანეს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close