საზოგადოება

„საცხა დამასაფლავეს არ მომეწონა აი ადგილი და სხვაგან გადავდივარო“ – ამბავი გურული პატრულისა და „მიცვალებლის“ შეხვედრისა

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში კურიოზული შემთხვევის შესახებ ყვება, რომელიც მისი თქმით, კომენდანტის საათის დროს, გურიაში მოხდა.

„ნამდვილად მომხდარა ეს ამბავი გუშინ ღამით გურიაში.
გურულ მეკუბოვეს სასახლის გამზადება შეუკვეთეს. იმანაც სასწრაფოდ გააკეთა. დაიღალა და იფიქრა, ახლა ცოტას წავუძინებ და რომ გავიღვიძებ ქე გადავუტან ამ კუბოს იმ უბედურებსო…
რომ გაიღვიძა უკვე გაჭიმული 21 საათი იყო, კომენდანტის საათი დაწყებული იყო, მაგრამ კუბო მისატანი ჰქონდა აუცილებლად. რაღას იზამდა? შემოიდო კუბო ზურგზე და გაუყვა გზას. გააჩერა პატრულმა:
– რაია აი, სა მიხვალ ამ შუაღამეს, ხომ იცი, გარეთ გასვლა არ შეიძლება. ახლა გამოგიწერთ 3000 ლარიან ჯარიმასო.
გურულმა უპასუხა:
– არსათ არ მივალ ძამა. აგერ აა, ახლოში, საცხა დამასაფლავეს არ მომეწონა აი ადგილი და სხვაგან გადავდივარო.
შეშინებულმა პატრულმა უკანმოუხედავად მოკურცხლა თურმე“ – წერს ირმა მთიულიშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close