Sliderმსოფლიო

„ყველას მიკროჩიპებს დაგვიმაგრებენ და ამით კონტროლის მექანიზმს გააძლიერებენ“

მარატ საფინის შეხედულება კორონავირუსის პანდემიაზე - ჩვენ ორგანიზმში მიკროჩიპების ჩანერგვას გვიპირებენ

რუსული ჩოგბურთის ლეგენდამ მარატ საფინმა კორონავირუსის პანდემიის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. მისი აზრით, მსოფლიოს მოსახლეობას მასიური „დაჩიპვისთვის“, ანუ მიკროჩიპების ორგანიზმში ჩანერგვისთვის ამზადებენ.

„მე ვთვლი, რომ ჩვენ „დაჩიპვისთვის“ გვამზადებენ. 2015 წელს ბილ გეითსმა ამ პანდემიის შესახებ გაგვაფრთხილა. ის გვეუბნებოდა, რომ შემდეგი ჩვენი მტერი იქნება ვირუსი და არა აფეთქებები და ბომბები.

მიმაჩნია, რომ ხალხს სიმართლეს ბოლომდე არ ეუბნებიან. მოსახლეობა, რა თქმა უნდა ენდობა იმას, რაც ტელევიზორში ისმის. ზოგს სწამს, რომ ცივილიზაცია დასასრულისკენ მიექანება. მე ამისი არ მჯერა. მე მხოლოდ მგონია, რომ ყველას მიკროჩიპებს დაგვიმაგრებენ და ამით კონტროლის მექანიზმს გააძლიერებენ“,- განაცხადა 40 წლის საფინმა Sports.ru-სთან საუბრისას.

1 tv

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close